пятница, 7 октября 2016 г.

39. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი

 
    39. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი


            ასომთავრული წარმოადგენს უძველესი არიული რუნების ივერიულ ვარიანტს. ივერიული რუნები კოსმოგონიური ალფავიტის სახით, რომელსაც ჩვენ ასომთავრულს ვეძახით არიული რუნებიდან იღებს სათავეს. ასომთავრულში თითქმის უცვლელი სახით გვხვდება უძველესი არიული რუნი-იეროგლიფები: მთვარის "", თვალის "", ფრინველის "", გველის "", ხარის ""...  მათემატიკის პროფესორმა ალეკო ცინცაძემ, უკვე დაამტკიცა, რომ ქართულ ანბანს ძალიან ძველი წარმოშობა აქვს. მე დამტკიცებული მაქვს რომ ივერიული (კოსმოგონიური ასომთავრული) ალფავიტი, ასეთი სახით,  შეიქმნა 11290 წელს (ჩწა).
 მოკლედ ივერიული დამწერლობა 25000 წლის წინათ არიული რუნებიდან იღებს სათავეს. 13310 წლის წინათ (11290+2020=13310). მაშინ იგი არიელი ქურუმ(ებ)ის დახმარებით, დაუკავშირდა მზე-მთვარის არიულ ასტრონომიულ კალენდარს. 13310 წლის წინათ მასში იმ ეპოქის ენციკლოპედიური ხასიათის მონაცემები იქნა შეტანილი, რთლი ციფრული შიფრის სახით. ეჭვსგარეშეა რომ ივერიული დამწერლობა არიული რუნებიდან იღებს სათავეს და მისი მოდიფიცირებული ვარიანტია. ივერიული ენა, არიულ ენას გამოეყო მერწყულის წარღვნის (23214 B.C.) შემდეგ და იგი ნოეს შვილიშვილის თარგამოსის და შვილთაშვილის ქართლოსის სახელთანაა დაკავშირებული. მოკლედ არიული რუნების, ივერიულ რუნებად ტრანსფორმაციის პროცესი დაიწყო 25200 წლის წინა და ოფიციალურ ივერიულ კოსმოგონიურ ანბანად დაკანონდა 13310 წლის წინა. სენსაციაა რათქმაუნდა. განათლების ოფიციალური ჩინოვნიკები ჩვენს ანბანს 2300 წელზე მეტს არ აძლევენ... სინამდვილეში კი ჩვენი დიდი ივერიელი წინაპრები მას 25000 წლის წინათაც იყენებდნენ.

-         პირველი ასო An წარმოადგენს მთვარის უძველეს არიულ რუნ-იეროგლიფს. ეს არის დღის ცის კაბადონზე შუადღის მერიდიანთან ზენიტში მყოფი "ნამგალა მთვარის" იეროგლიფი. ხაზი ზემოდან გამოსახავს ცის კაბადონს რომელზეც "დაკიდებულია" ნამგალა მთვარე, როცა იგი ერთ მთლიან ციკლს ასრულებს. An-ის ანუ ნამგალა მთვარის რუნი-იეროგლიფის რიცხვითი მნიშვნელობა შესაბამისად არის ერთი - (1).: An-() - არიულ ენაზე ნიშნავდა: ყოველს, ყველას, ყოვლისმომცვლელს, თითოეულს, ყველგან... დიახ ეს იეროგლიფი ეხებოდა ყველა ადამიანის ცხოვრებას, რადგან 16000 წელზე მეტი ხნის წინ ინტელექტუალრად დაწინაურებული ადამიანები, საკუთარ ასაკს მთვარის ციკლის მიხედვით ანგარიშობდნენ. მოკლედ მთვარის ერთი შემობრუნება ანუ ერთი ციკლი იყო - "ერთი წელიწადი". "მთვარის წელიწადით" არის მოცემული ადამის, ნოეს და სხვა ბიბლიური პატრიარქების ასაკი ბიბლიაშიც. მაშინ ადამიანები ტროპიკულ ზონებში ცხოვრობდნენ და ნახევრად შიშველები ზამთრის და ზაფხულის სეზონებს ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებდნენ. ტროპიკულ ზონაში ოთხივე სეზონი ერთმანეთს გავდა. მათ პრიმიტიული ასტრონომიული ცოდნა ჰქონდათ და ასაკის დასაანგარიშებლად მთვარის ციკლებზე დაკვირვებაც კმაროდა. სრულებით არ არის გასაკვირი რომ - “An სხვადასხვა კულტურებში მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა.
-         ბოლო ასო-იეროგლიფი "-ჰოე" გამოსახავს მზეს და მთვარეს, რომლებიც ერთმანეთთან არის შეერთებული. ეს მზის და მთვარის 684 წლიანი ეპოქალური ციკლის დასასრულს ნიშნავს, რომლის შემდეგ დედამიწელი დამკვირვებელებისთვის იგივე ტერიტორიიდან, მზე და მთვარე ზუსტად იმეორებენ თავიანთ მოძრაობას ცის კაბადონზე 684 წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ წინა საუკუნეში დოქტორმა რაულ გვენეტაძემ აღმოაჩინა რომ ჩვენი ასომთავრული ალფავიტი ფენომენალურია, ნამდვილი სამეცნიერო ტრაქტატია და ენციკლოედიური ხასიათის მონაცემებს შეიცავს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იგი არის ჰელიო-ცეტრისტული ალფავიტი, ალფავიტის ცენტრში მდებარეობს მზის უძველესი ღვთაების აღმნიშვნელი 19-e ასო-იეროგლიფი - "რაე". ეს იმას ნიშნავს რომ ჯერ კიდევ 25000 წლის წინა ივერიელებმა იცოდნენ, რომ მზე ჩვენი კოსმოსური სივრცის ცენტრია და მის გარშემო ბრუნავენ დედამიწა, მთვარე და სხვა პლანეტები. შედარებისათვის უნდა ვიცოდეთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის უკან ევროპაში დარწმუნებულები იყვნენ, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები დედამიწის გარშემო ბრუნავდნენ:::)))... "რაე"-გრაფიკულად მზის და მთვარის არასრულ ციკლს გვიჩვენებს, არასრული წრეების ანუ რკალების სახით. 36- პოზიციაზე მდებარეობს მსგავსი ჟღერადობის ასო - "ჰაე".  -  19 X 36 = 684.: არსებობს 19, 128 და 684 წლიანი მზის და მთვარის მოძრაობის ციკლები ცის კაბადონზე. 19 წელიწადში მთვარის ფაზები ძირითადად მეორდება. 128 წელიწადში კიდევ უფრო ზუსტად მეორდება, ხოლო 684 წელიწადში მთავრდება მთვარე-მზის ეპოქალური ციკლი და იწყება ახალი პერიოდის ეპოქლური ციკლი 19 და 128 წლინი შუალედური ციკლებით. ბოლო ასო-იეროგლიფი "-ჰოე" გრაფიკულად 684 წლიანი პერიოდის ეპოქალური მზე-მთვარის ციკლის შეერთებას  გვამცნობს. მთავრდება ძველი ეპოქალური მზე-მთვარის ციკლი და იწყება ახალი 684 წლიანი პერიოდის ეპოქალური მზე-მთვარის ციკლი. ამ კალენდრით, მზის და მთვარის მოძრაობის პერიოდულობის კანონით, ივერიელ ქურუმებს შეეძლოთ ზუსტად გამოეთვალათ მთვარისა და მზის დაბნელებების თარიღები ათასობით წლით ადრე. ასეთი ენციკლოედიური ცოდნით ქურუმები თავიანთ შესაძლებლობების და ძალის დემონსტრირებას ახდენდნენ. ეს ქურუმებს მმართველებზე და მართულ საზოგადოებაზე უდიდესი გავლენის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.
-         უძველესი ისტორიული წყაროების მიხედვით ირკვევა რომ განსაკუთრებული წილით ალფავიტში გამოირჩევა 31- ასო “წილ, რომლის რიცხვითი მნიშვნელობაა 4000. აღმოჩნდა რომ შეგვიძლია მისი დაკავშირება ასტრონომიული წელიწადის წილთან - 365.25 დღესთან.
31 X 37=1147   1147 / 365.25=3.1403148
-         ამგვარად ჩვენ მივიღეთ ცნობილი მუდმივა π=3.14რომელიც აკავშირებს დედამიწის ორბიტის პერიმეტრს მზის გარშემო, დედამიწის ორბიტის დიამეტრთან და ატლანტურ-ივერიული რუნების ჰელიო-ცენტრისტულ ანბანთან.
-           მთავარზე მთავარი ანბანში ის არის რომ აქ ვპოულობთ მისი შექმნის თარიღს. მეექვსე ასოს სახელწოდებაა - "ვინ". მეშვიდე ასოს სახელწოდებაა - "ზენ". მეშვიდე რუნი-იეროგლიფი წარმოადგენს ვარსკვლავს ზენიტში. კუთხე ნიშნავს კუთხურ სიდიდეს. უკვე დამტკიცებულია რომ არიელებს ქონდათ ფენომენალური ასტრონომიული სიდიდე, ზუსტი ეპოქალური დათარიღებისათვის - PON-ი ანუ "ორიონის პიკი". PON-ით არის დათარიღებული არიული ლივიური მეგალითი (PON=40O), გიზას კომპლექსი (PON=45O) და სხვა არიული არტეფაქტები. მოკლედ PON-ი არის ორიონის სარტყლის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ზეტა ორიონის მაქსიმალური კუთხური სიდიდე ზენიტში, ჩრდილოეთის განედის N30O-დან, რომელიც იზომებოდა წელიწადში ერთხელ, როცა დედამიწა გადის მზესა და კუროს თანავარსკვლავედს (Taurus constellation) შორის. ორიონი იმყოფება კუროს თანავარსკვლავედში. ორიონის პიკი იზომებოდა წელიწადში ერთხელ, როცა დედამიწა იმყოფებოდა ზუსტად მზესა და ზეტა ორიონს შირის. უნდა აღინიშნოს, რომ ძველ-ეგვიპტურ ანუ კოპტურ ჰელიო-ცენტრისტულ ალფავიტში, მეშვიდე ასოს დღესაც ეწოდება "ზეტა". ამგვარად მეექვსე და მეშვიდე ასოები ჩვენ გვაძლევს ივერიული ფენომენალური კოსმოგონიური ალფავიტის შექმნის თარიღს 6X7=42O=11290b.c. მოკლედ ივერიული ასომთავრული ალფავიტი დაათარიღა მან, - ვინ()ც ზენ()იტში იყო N30O-დან ჰორიზონტისადმი 42O-იანი კუთხური სიდიდით 13310 წლის წინათ - 11290 ჩწა-მდე თანამედროვე მაისის თვის ბოლოს, შესაბამის ეპოქის პერიოდში.
            არიული რასის გენოციდის (~10400b.c.) შემდეგაც 45b.c.-მდე ცნობილ ძველ კულტურებში, ახალი წელი იწყებოდა თანამედროვე მაისის თვის ბოლოს, შესაბამის ეპოქის პერიოდში. ყოველი წელიწადი გრძელდებოდა ორიონის პიკიდან, ორიონის შემდგომ პიკამდე 365,25 დღის განმავლობაში. სლავები არიული რასის ერთ-ერთ ასიმილირებულ რასას მიეკუთვნებიან. ძველი სლავები ახალ წელს ზაფხულიდან ითვლედნენ. ისინი ტრადიციულად ერთმანეთს ულოცავდნენ - Новолетие-ს. მთ ენაზე წელიწადის ამ დროს დღესაც ეწოდება - Лето, ხოლო ასაკის აღმნიშვნელი სიტყვაა - Лет. Новолетие-ს ორმაგი აზრობრივი დატვირთვა გააჩნია. ძველი სლავები ამ სიტყვით ერთმანეთს ახალ წელსაც ულოცავდნენ და ერთი წლით "დაბერებასაც". ცხადია რომ ჩვენი დიდი ივერიელი წინაპრები, იგივე არიულ კალენდარს იყენებდნენ და ახალი წლის დღეებს ორიონის პიკის შემდეგ თვლიდნენ. ქართლოსიანთ ქვეყნის გაქრისტიანების და ახალი კალენდრის (Юлиа́нский календа́рь) შემოღების შემდეგ ძველი მრავალათასწლოვანი კალენდარი დავიწყებას მიეცა დიდი ივერიის გენოფონდის უკანასკნელ ბასტიონშიც.
-         აუცილებლად უნდა აღინიშნოს თვალის იეროგლიფი - "". მომრგვალებული კონტური გამოსახავს თვალს, რომლის უკნიდანაც გამოდის თვალის ნერვი. ეს რუნი-იეროგლიფი მეცნიერებაში ცნობილია როგორც შუმერული თვალის იეროგლიფი. იგი დაედო საფუძვლად თბილისის ემბლემასაც. ისტორიას ჩვენ მივყავართ უძველეს არიელ ქურუმებამდე და არიულ სამეცნიერო ტრაქტატებამდე. 
-            ფრინველის იეროგლიფი - "ф", უძველესი არიული იეროგლიფია. იგი ივერიული ასომთავრულის გარდა, დღესაც არის ხმარებაში ელინურ და სლავურ ალფავიტებში. საწყისი ფორმა ამ რუნის უნდა ყოფილიყო ასეთი - "ф" ან სამკუთხედები წრეების ნაცვლად. ხაზი წარმოადგენს ფრინველის თავს ტანს და კუდს. ორი წრე მიგვანიშნებს ორ ფრთაზე. იგი იმდენად მარტივი და უნივერსალური იეროგლიფი იყო, რომ დღესაც ხმარებაშია არიული კულტურის მემკვიდრე ბევრ კულტურაში. ამ იეროგლიფის გაშიფვრა მე მერგო წილად, როცა ვმუშაობდი უძველეს არიულ იეროგლიფებზე 2015 წლის მარტში. იქ ფრინველის ფრთებს სამკუთხედები წარმოადგენდა. ქართულში დღესაც ამ ასოზე იწყება: ფრინველი, ფრენა, ფრთა. შეიძლება ზოგიერთმა მიმანიშნოს, რომ ეს ასო მრგვალი ფარის იეროგლიფსაც გავს. ამაზე მეტყველებს მისი სახელიც - "ფარ". მიუხედავად ამისა არიული არტეფაქტები ამტკიცებენ, რომ ეს რუნი თავიდან შექმნილი იყო არიელი ქურუმების მიერ, როგორც ფრინველის იეროგლიფი, ხოლო - ფარის იეროგლიფი ივერიული ვარიანტია მხოლოდ. ეს ადასტურებს იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ ივერიული ასომთავრული, უძველესი არიული რუნების ტრანსფორმაციის შედეგად შეიქმნა. თავად სიტყვა - "ასომთავრული" მმართველების ანბანს ნიშნავს. ეს ჩვენ უნდა გავიგოთ - ივერიის მმართველი არიელების ნებართვით მსოფლიოს აბორიგენულ ცივილიზაციებს შორის ერთ-ერთი დაწინაურებული და ჩამოყალიბებული ივერიული ცივილიზაციისათვის შექმნილი ანბანი. ცნობილია წმინდა სისხლის (2.5-3)m. ატლანტიდელი არიელი ქურუმი ტოტი, რომელმაც შექმნა ძველეგვიპტური (კოპტური) ჰელიოცენტრისტული ანბანი. სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით ივერიული ჰელიოცენტრისტული ანბანის - ასომთავრულის შემქმნელი არიელი ქურუმის სახელი. არ არის გამორიცხული, რომ ვატიკანის და აშშ-ს სმითსონის ინსტიტუტის არქივების გახსნის შემდეგ ეს ცნობილი გახდეს.
-           გველის "S", არიული იეროგლიფი ივერიულში სულ სხვა რამეზე მიგვითითებს, როგორც ფრინველის იეროგლიფი. რეალურად გველის არიული იეროგლიფი ტრანსფორმირებულია ჭიის იეროგლიფად - მსუსხავი ჭია-(Гу́сеница-[ჭარი]). ფრინველის  არიული იეროგლიფი კი მრგვალი ფარის ივერულ იეროგლიფადაა გარდაქმნილი. ხარის - "Y" იეროგლიფი ივრიულ ასომთავრულში მარტივად გამოსახავს ხარის გრძელ რქებს და თავის გრძელ ყბას. ის გადაშენებული ველური გრძელრქიანი ხარის (Первобытный дикий бык - Тур)-ის იეროგლიფია. არიულ ენაზე ამ ველურ ხარს ერქვა Taur-ი. Taur-us (Taur-vs) ნიშნავს ხარის ძალას. Taurus constellation ნიშნავს ხარის (კუროს) თანავარსკვლავედის ძალის ზემოქმედებას, დედამიწაზე კუროს ზონაში  მოძრაობის დროს. დედამიწა კუროს თანავარსკვლავედში მოძრაობს 38.2 დღის განმავლობაში. ფაქტიურად ჩვენ ასომთავრლში ხარის იეროგლიფის ნომერით - 34 მითითებული გვაქვს თვეც და დღეც თუ როდის შეიქმნა ივერიული ასომთავრული. 11290 წლის 34-ე დღე ჩ.წ.ა.-მდე, როცა დედამიწა მოძრაობდა კუროს თანავარსკვლავედში. ეს რომ ჩვენს კალენდარზე გადმოვიყვანოთ ზუსტად, ამას ჭირდება რთული ასტრონომიული გამოთვლები. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენი ასტრონომები უახლოეს ხანში მოახერხებენ. ფაქტიურად უძველესი არიულ-ივერიული რუნი-იეროგლიფების ახალ ივერიულ კოსმოგონიურ ანბანად დაკანონების დღე, ემთხვევა ზაფხულის ანუ ახალი წლის დადგომას დიდ ივერიაში და ორიონის პიკის ასტრონომიულ სიდიდეს მაისი-ივნისის საზღვარზე 13310 წლის წინათ.
-           საინტერესოა მმართველი არიელის რუნი-იეროგლიფი - "-ხან". იგი სამყაროს შემქმნელი უზენესი ღმერთის - "იეშას ()" რუნი-იეროგლიფის სარკისებრი კოპირების გზითაა შექმნილი. ამ უძველეს არიულ რუნ-იეროგლიფს ვხვდებით უძველეს ღვთისმშობლის ხატებზე მარჯვენა ზედა კუთხეში. იგი იშიფრება გრაკლიანის არტეფაქტშიც. საქმე იმაშია რომ არიელები ღმერთებს უტოლებდნენ თავს და თვლიდნენ რომ - ღმერთმა შექმნა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისსა“. ამრიგად თუ რატომ წარმოადგენს მმართველი არიელის რუნი-იეროგლიფი უფლის რუნის სარკისებურ ანარეკლს გასაგები უნდა იყოს.
 -  არიულ-ივერიული რუნი-იეროგლიფი "-ლას" ნიშნავს ლასოს. ლასო იყო უძველესი წმინდა სისხლის (2.5-3)m. არიელი  მწყემსის განუყრელი ატრიბუტი. "lasso" (Fr, Sp, Ru, Eng...)— ქამანდი, მარყუჟი, საგდებელი, რომლითაც ცხენოსანი მწყემსები და მონადირეები ცხოველებს იჭერენ (ამერიკაში და სხვაგან). "ლასო" — თოკის იარაღი ერთგვარი, რომელიც სპეციალური მარყუჟით ბოლოვდება და გამოიყენება მსხვერპლის დასაჭერად. ცხადია რომ ლასო ივერიელი მწყემსების აუცილებელი ატრიბუტიც იყო.
-            არიულ-ივერიული სუფრის რუნი-იეროგლიფი - "-სან", ძველეგვიპტური სუფრის იეროგლიფის საეკისებრი ანაბეჭდია. ძველეგვიპტური ანუ არიულ-ხამიტური (კოპტური) რასა, ამ რუნს მოხრილ თავს ზედა მხარეზე უკეთებდა. უნდა აღინიშნოს რომ კოპტური -"Ր" მოხრილი თავით ზევით უფრო გავს ხელზე გადაკეცილ სუფრის ქსოვილს. შემთხვევითი არ არის რომ ამ ასოზე იწყება ერთნაირი მნიშვნელობის სიტყვები ქართულში - "სუფრა ", რუსულში - "Скатерть", ინგლისურში - "cloth" და კოპტურში - "Supis", "Sep-is". არიულ მითოლოგიაში სუფრას თავისი ღმერთი ყავდა - "Sup".  კოპტური - არიულის დიალექტიკური დამახინჯებაა - "Sup-vs" (სუფის ძალა). სუფრის ამ უძველეს არიულ ღვთაებასთანაა დაკავშირებული, ძველი სლავების სუფრაზე აუცილებელი წვნიანი საკვების სახელი - "Суп", ლათინურ ერებში კი - "Soup". ამ უძველეს არიულ ღვთაებასთანაა დაკავშირებული ქართული სიტყვები: "სუფრა", "სეფა", "სუფთა". ფრანგულში souffleur (სუფლიორი), რომელიც თავიდან სუფრის ორგანიზების ხელმძღვანელს - "სუფრის მოკარნახეს" ნიშნავდა. 
P. S.     მე არ მივიჩნევ საეჭვოდ არც ფარნავაზ მეფის მიერ პირველი წიგნის შექმნის ამბავს. უბრალოდ მინდა, რომ სწორად გავიგოთ ისტორიული წყაროს ინფორმაცია.
ფარნავაზის დროს არაბეთიდან შემოვიდა ქაღალდი და დაიწყო წიგნების ბეჭდვა საქართველოში. ამ ეპოქამდე წიგნებისთვის ძირითადად  გამოიყენებოდა ცხოველის ტყავისაგან დამზადებული "ფურცლები". მოკლედ ფარნავაზის დროს დაიწყო ისეთი წიგნების შექმნა, რომელიც ჩვენ ცნობიერებაში აღითქმება წიგნად. ანუ ფარნავაზის დროს შეიქმნა პირველი ქართული ქაღალდის წიგნი.
         ქართველებს რომ ფარნავაზამდე ჰქონდათ მწიგნობრობა და დამწერლობა ამას ადასტურებს გურამ შარაძის მიერ მიკვლეული ცნობა: “არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა, ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა და ხევის ბერთა უხმობენ, იგინი იყვნენ კერპთა მღვდელნი და მემსხვერპლენი ერისანი ღმერთთა მიმართ. და წერილი მათი არს წერილი ესე ხუცური ჩვენი. ფარნავაზმან წერილთა მათთგან განჰყო მხედრობისათვის თვისისა მხოლოდ ხელით წერილი განყოფილი – ასონი და არა სხვით რაითიმე, მაგრამ წერილნი ხუცესნი პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და ალდეურისა და მსგავსცა არიან მათთა ჩვენნი ხუცურნი”. note - ისტორიული წყარო გვეუბნება რომ ივერიული დამწერლობა ხალდეურზე და ებრაულზე ადრე შეიქმნო....
ამ სტატიის ბოლოს ისევ გრაკლიანს დავუბრუნდები და თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო საიქიოს იეროგლიფს - "-ნარ". იგი არიული უფლის რუნის - " " ამოტრიალებულ ვარიანტს წარმოადგენს და ქვესკნელისაკენ გვაძლევს მინიშნებას... ნარმა იყო საკულტო დანიშნულების სუფრაზე გადასფარებელი უხეში ქსოვილი. ნარმაში ივერიელები მიცვალებულს ახვევდნენ, სულის ღირსეული რეინკარნაციის შემდეგ. მათი ხორცშესხმული სულების ამქვეყნიურ სამოთხეში, ისევ სუფრასთან მოხვედრის დიდი იმედით. "-ნარ" (ნარმა)  იშიფრება გრაკლიანის არტეფაქტშიც.


ეს ვიდეო თბილისის მაგალითზე ხსნის ყველა ძველი არიული ქალაქის საიდუმლოს. მე ჩემი სიტყვა ვთქვი და ახლა აფრიალონ ყალბი სომხური რუკები ივერიის მიწებზე... ვაი თქვენს პატრონს ყორღანაშვილებო... რუსულად იმიტომ არის რომ ამერიკის სომხურმა ლობიმაც რომ გაიგოს კარგად... არ დაგავიწყდეთ რომ რამდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ არის მეგობრებისთვის გაზიარების 5 ღილაკი. არ დაიზაროთ გაზიარება... ეს მე კი არა სამშობლოს სჭირდება...

-   წაიკითხეთ ასევე სენსაციური ქართული PDF  წიგნი ივერიის და მსოფლიოს აკრძალულ ისტორიაზე უფასოდ.  ეს წიგნი პირველი ქართული წიგნი იყო რომელიც ამაზონზე დაიდო კინდლს ფორმატით 2014 წელს. წიგნი მაშინვე დაიბლოკა და მკითხველს მხოლოდ 2018 წლის იანვრიდან ეძლევა საშუალება უფასოდ წაიკითხოს.
http://www.cosmogeology.ge/Georgian.Book.pdf
-    წაიკითხეთ ასევე...
37. ივერიული რუნები გრაკლიანში
http://na-granitse-globalnogo-vimirania.blogspot.com/2016/10/normal-0-microsoftinternetexplorer4.html

ამ ბლოგის მთავარი მენიუ მეგობრებისათვის გასაგზავნად:

             Kakha Margiani (Kaxa Л. Маргиани)
 -Egyptologist and Atlantologist.
 -Founder of Cosmogeological Science.
 -First Expert in the World on Atlantis.
 -Expert of pre-dynastic cartouches.     
 -Founder of New Egyptology. 

5 комментариев:

  1. ძალიან საინტერესოა! გმადლობთ ინფორმაციისათვის.

    ОтветитьУдалить
  2. ღორონთ ღ.ორ.ონ.თ-ი ანუ ღმერთი ორი მზის.სიტყვა ამბობს რომ ადრე ორი მზე იყო.
    ქართული ანბანი 400 000 წლისაა იოანე ზოსიმეს მიხედვით.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. - ღორონთი არის ძველი ივერიულ-ეგრისული სიტყვის დიალექტური ვარიანტი - "ორონთი". ეს ღამის ცაზე ანთებულ ორ მნათობს ნიშნავდა.... ერთი იყო მთვარე, ხოლო მეორე დედამიწის მიზიდულობის მიერ გამოჭერილი ასტეროიდული სპუტნიკი - "ფატა". ფატა არიელებმა 10465 წელს (ჩწა) გაანადგურეს და მისმა მსხვილმა ნამსხვრევებმა წარღვნა გამოიწვიეს დედამიწაზე.....

      Удалить
    2. ქართული ელიტარული ასომთავრული ანბანის ასტრონომიულ მატემატიკური ალგორითმი მოწესრიგდა როცა ორიონის პიკი N30 გრადუსიანი მერიდიანიდან იყო 42 გრადუსი (11290b.c.) ამ ანბანის ცალკეულ ასოებს არიული მთვარის კალანდრის მიხედვით ივერიელები იყენებდნენ დაახ. 300 000 მთვარის წლის წინათ, რაც მზის წლებზე რომ გადავიყვანოთ 13-ზე უნდა გავყოთ...

      Удалить
  3. გაუგებრად წერთ. ჯერ უნდა გამაგებინოთ რომელ ანბანზე საუბრობთ. პირველ რიგში უნდა წაიკითხოთ რა წერია აქ ამ თემაზე. ივერიული გენოფონდის ისტორია 25000 წლის წინათ დაიწყო. ეს თარიღი გენეტიკურ კვლევებზეა დაფუძნებული. როგორც არიული რასის ასიმილიორებულ ივერიულ გენეტიკურ შტოს,არიული რუნები,რელიგიური,სასოფლო სამეურნეო და ნადირობის განვითარებული ცოდნა ივერიელებს არიელებისაგან მოსდევთ. ზღაპრული ლეგენდები საინტერესოა, მაგრამ ის არ შეესაბამება რეალობას...

    ОтветитьУдалить