суббота, 19 июня 2021 г.

72. ფარსმან II ქველის გაშიფრული ეპოქა 13 ათასწლეულის შემდეგ

72. ფარსმან II ქველის გაშიფრული ეპოქა 13 ათასწლეულის შემდეგ

ფარსმან II ქველი, ქალწულის ეპოქის არიულ წყაროებში მოიხსენიება როგორც - Pharasmanes II. ფარსმანი ალანებისა და ჩრდილოეთის სხვა ტომთა დახმარებით ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ებრძოდა არიული იმპერიის გაფართოებას  აღმოსავლეთის მიმართულებით. ატლანტების არიულ იმპერიას რომში შექმნილი ჰქონდა პლაცდარმი, ბალტიის, შავი ზღვის და ხმელთაშუაზღვის რეგიონების სამართავად. ფარსმანმა არიულ იმპერიას წითელი ხაზი გაუვლო კოლხეთის სანაპიროდან კაბადოკიის დასავლეთ ზღუდეებამდე. ადვილი მისახვედრია რომ ფარსმან II ქველი კაბადოკიას ივერიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა. კაბადოკია უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და სატრანზიტო დერეფანი იყო ივერიელებისათვის არიულ ეპოქაში და მისი დაკარგვა დიდი და მცირე კავკასიონის ვრცელ რეგიონში, დიდი ივერიის უდიდესი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის განადგურებას ნიშნავდა.... არიული ეპოქის დიდი ივერიის ამ დიდი მბრძანებლის სახელი, ძველ ლათინურ ანუ არიულ ენაზე შემდეგნაირად იშიფრება: PARS-MAN-VS რაც თანამედროვე ქართულით -  "ქურუმის [man] ძალის [vs] ნაწილს [pars]" ნიშნავს. როგორც ჩანს იგი საერო და საულიერო ძალაუფლებას თავის თავში აერთიანებდა. ამ ისტორიული მმართველის სახელის დეტალური ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა არიული ძველი ლათინური ენისათვის დამახასიათებელი სინტაქსური ორაზროვნებაც. სიტყვა - "PARS" არიულ ენაზე ნიშნავდა ნაწილსაც და მთელს წილსაც. სიტყვა - "MAN" ნიშნავდა მამრობითი სქესის ქურუმსაც და კაცსაც. რათქმაუნდა უნიკალური არიული ძველი ლათინური ენის სინტაქსურად ორაზროვანი სიტყვის მნიშვნელობა დაკავშირებული იყო იმ ტექსტის აზრთან, რომელშიც ეს სიტყვა გამოიყენებოდა. საბოლოო ვარიანტი ამ ლეგენდარული მეფის სახელის ჟღერს შემდეგნაირად: "ქურუმის ძალაუფლების მქონე". მოკლედ დიდი ივერიის ლეგენდარულმა მბრძანებელმა,  დაახლოებით 13.5 ათასწლეულის წინ  გამოგვიგზავნა მესიჯი: "მე არა მარტო ივერიის მბრძანებელი ვარ, არამედ უმაღლესი (მთავარი) ქურუმის ძალაუფლებაც გამაჩნიაო". შემდგომში დიდ ივერიაში სასულიერო ძალაუფლება მთლიანად მთავარ-ეპისკოპოსის ფუნქცია გახდება, ხოლო სამხედო სტრუქტურას მთავარ-სარდალი გააერთანებს...

 ფარსმანის ეპოქაში არიულ იმპერიას რომიდან მართავდა იმპერატორი ადრიანი ხოლო მის შემდეგ ანტონინუს პიუსი... ქალწულის ეპოქა უზარმაზარი 3140 წლიანი ეპოქაა (14488-11348)b.c. ფარსმანის მმართველობის პერიოდის უფრო ზუსტად დასათარიღებლად რათქმაუნდა რომის ლათინურ-არიულ წყაროებს უნდა მივმართოთ. ივერიის ამ დავიწყებულ ეპოქასთანაა დაკავშირებული სიტყა - "საზღვარი".  იგი წარმოიშვა ძველი ივერიული სიტყვიდან - "სამზღვარი", რადგანაც დიდი ივერია სამი ზღვის სანაპიროებს მოიცავდა... არიული რომის იმპერიის და დიდი ივერიის სასულიერო ცენტრებიც მჭიდრო კავშირში იმყოფებოდნენ ქალწულის ეპოქიდან ბირთვულ ომამდე (10400 b.c.). როდესაც სპასეთის არიული იმპერია შეეცადა ივერიელებისთვის თავს მოეხვია ზოროასტრიზმი, დიდი ივერიის მთავარეპისკოპოსმა სპარსელებს რომში უჩივლა. რომის მხარდაჭერამ სპარსელებს ამ განზრახვაზე ხელი ააღებინა. წარღვნის შემდგომ ათასწლეულებში სპარსელებმა თავიანთი რელიგია მაინც გაავრცელეს ივერიელ ალვანთა ქვეყანაში. შესაბამისად საღვთო ცეცხლის სამოთხე - ალვანთა ქვეყანა ირანულმა ცეცხლთაყვანისმცემლობამ საბოლოო ჯამში თანამედროვე მუსულმანურ აზერბაიჯანად აქცია.... სპარსელები თავიანთ რელიგიას ისტორიულად ძალზე სისხლიანი და მზაკვრული მეთოდით ავრცელებდნენ. დაპყრობილ ტერიტორიებზე ვინც არ ემორჩილებოდა, ნაწილს ხოცავდნენ, ნაწილი კი სამუდამოდ თავისი ნებით ტოვებდა მამაპაპურ საცხოვრისს. მათ ნასახლარზე  სპარსელები თავიანთი ტომების ოჯახებს ასახლებდნენ... ბოლოს ამდაგვარი მეთოდი სპარსელებმა კახსა და ზაქათალის ივერიულ რეგიონებში გამოიყენეს... კახეთი მხოლოდ იმიტომ გადარჩა გათათრებას, რომ იქედან სპარსელების ჩამოსახლებული ოჯახები გაყარეს...

ჩვენამდე მოაღწია უამრავმა მონეტამ რომელზეც იმპერატორ ადრიანის და ანტონინუს პიუსის გრავიურაა. პირატული კოპიოები (1) ორიგინალებისაგან (2) გამოირჩევა უხეში დიზაინით. მონეტა (1) რომელზეც იმპერატორი ადრიანი არის გამოსახული დეტალურად იყო გაშიფრული 71-ე ნომერში. მონეტა რომელზეც უფლისწული ანტონინუს პიუსია (2) გამოსახული წარმოადგენს არიული ეპოქის ორიგინალურ არტეფაქტს. მონეტას არიულ ენაზე ანუ ძველ ლათინურზე აწერია - "ANTONINVS PIVS AVGVSTVS". ეს არიული ენიდან ითარგმნება შემდეგნაირად: "ანტონინუს პიუსი ქალწულის ეპოქის დიდი (ტიტანი) მბრძანებელი". ჩვენი დაბნეული მეცნიერებისათვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ AVGVSTVS-ი და AVGVSTI არის სამმარცვლიანი სიტყვები, რომლებიც მონეტებზე და არტეფაქტებზე სათანადო ცოდნით ადვილად იშიფრება… AVG -  ქალწულის   3140 წლიანი ასტრონომიული ეპოქაა (14488-11348)b.c. და არა ასტროლოგიური... -VS- არიულ ენაზე ნიშნავდა ძალას (ბუნების, ადამიანის, დოკუმენტის, გვარის პატრიარქის...). ამ არიული სუფიქსიდანაა წარმოქმნილი თანამედროვე სიტყვა - ''ვიზა"… სუფიქსი -TVS [TitanVS] არიულ ენაზე ნიშნავდა დიდ (ტიტანურ) მმართველს… სუფიქსი -TI არიულ ენაზე იძლეოდა მინიშნებას ტირანზე, რომელმაც ძალადობრივი გზით, სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაიგდო ხელში არიული იმპერიის ძალაუფლება…

იმპერატორი ადრიანი ატლანტიდის პლანეტალური იმპერიის ოქროს ხანის ძლევამოსილი დიდი იმპერატორების ხუთეულში შედის. მის სახელზე გლობალურ წარღვნამდე (10465b.c.) რომში არსებობდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მავზოლეუმი. აპოკალიპსის გლობალურმა ძლიერმა მიწისძვრებმა უამრავ ნაგებობასთან ერთად ეს მავზოლეუმიც დაანგრია. წარღვნის  შემდეგ არიელებმა აქ დანგრეული მავზოლეუმის ადგილზე არანაკლები არქიტექტურული შედევრი აღმართეს, რომელიც ბირთვული ომის დროს განადგურდა (10400b.c.). დღეს აქ რომში ამ მავზოლეუმის პრიმიტიულად რესტავრირებული პირველი იარუსია შემორჩენილი, რომელსაც ეწოდება - "ანგელოზის ციხესიმაგრე" (Замок Святого Ангела). შუა სუკუნეების რესტავრატორებს, არიული ეპოქის მეგალითებიც აქვთ გამოყენებული - ანგელოზის ციხესიმაგრის სქელ კედლებში.


არიული ეპოქის დეტალურმა გამოკვლევამ ორიონის კალენდრის მიხედვით მოგვცა ატლანტების იმპერიის ოქროს ხანის დაახლოებით 285 წლიანი შუალედი PON40-დან PON41-მდე. ამიტომ ჩვენი დაბნეული ისტორიკოსები ვალდებულნი არიან გაასწორონ ისტორიის წიგნებში ფარსმან II ქველის მმართველობის ეპოქა რომელიც 13600 წელზე მეტი ხნის წინ არიულ იმპერიას ვაჟკაცურად ებრძოდა. საბოლოოდ მან აიძულა იმპერატორ ადრიანის მემკვიდრე ანტონინუს პიუსი ეცნო დიდი ივერიის გაფართოებული საზღვრები, რომელიც რუკაზეა წარმოდგენილი. ანტონინუს პიუსმა Pharasmanes II რომშიც დაპატიჟა და ცხენზე ამხედრებული ფარსმან II-ს ქანდაკებაც დაადგმევინა რომის ერთ-ერთ მოდანზე… 

P.S. არ დაგავიწყდეთ რომ რამდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ არის მეგობრებისთვის გაზიარების 5 ერთმანეთთან შეერთებული რამდენიმე მილიმეტრის გვერდის მქონე კვადრატული ღილაკი. არ დაიზაროთ გაზიარება... ეს მე კი არა სამშობლოს სჭირდება...

 

 

Kakha Margiani

 (Kaxa Л. Маргиани)

 

  -Egyptologist and Atlantologist.

  -Founder of Cosmogeological Science.

  -First Expert in the World on Atlantis.

  -Expert of pre-dynastic cartouches.

  -Founder of New Egyptology.


2 комментария:

  1. ბატონო კახი, ვერ ვაზიარებ არადა ყველა თავის გაზიარება მინდოდა.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ფეისბუქზე გასაზიარებელი ღილაკი გვერდის ბოლოში - f მეოთხეა. ტვიტერის ღილაკი - t მესამეა.: თუ ღილაკები არ მუშაობს უბრალოდ მთავარი ლინკი დააკოპირეთ და გადაიტანეთ თქვენს ინტერნეტ გვერდზე.:
      მაგალითად ამ გვაერდის ლინკია.:
      https://na-granitse-globalnogo-vimirania.blogspot.com/2021/06/72-ii-13.html

      Удалить