вторник, 1 марта 2022 г.

85. ისევ ბირთვული არმაგედონის საზღვარზე 12422 წლის შემდეგ ...

 

 85. ისევ ბირთვული არმაგედონის საზღვარზე 12422 წლის შემდეგ...

რუსეთის და NATO-ს ბირთვული ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი ბირთვული ომის დასაწყებად... 12422 წლის შემდეგ ტარტარული იმპერიის ამბიციების რეინკარნაციას ლილიპუტინი და მისი ბანდა წარმოადგენს. ორიონის არიული იმპერიების კოალიციის რეინკარნაციას კი ჩრდილოეთ ატლანტიკის ქვეყნების სამხედრო ალიანსი - "NATO".: უკრაინელები რუსებს მასკალებს და ორდის (ტარტარულ) რუსებს ეძახიან... ასიმილირებული არიული გენების (R1a+R1b) Y-DNA ყველაზე მაღალი პროცენტი სწორედ ევროპის ქვეყნებში ფიქსირდება... შესაბამისად ამერიკელებს და ევროპელებს ასიმილირებული არიული გენები ორიონის არიულ ბლოკთან აახლოვებს... ორდის ხანის - ლილიპუტინის ფსიქიკა დაზიანებულია. მას ცალი ფეხი საფლავში აქვს, ხოლო მის სხეულს კიბოს მეტასტაზები ხრავს... თავად ლილიპუტინი ალტაის მთებში, კლდეში გამოკვეთილ არიულ გაძარცვულ აგარტში არის გადამალული. არიელებს ბირთვულ ომამდე მსოფლიოს ბევრ მთიან მასივში ქონდათ გამოკვეთილი აგარტის კომპლექსები ბირთვული იარაღის სამხედრო ბაზებისთვის. ≈10400 წელს (ჩწა) ამ კომპლექსების აბსოლუტური უმრავლესობა გაიძარცვა. მხოლოდ 2 აგარტი (Места Силы) გადარჩა. ერთი მათგანი მდებარეობდა იალბუზთან, რომლის შესასვლელები არიელთა დაცვამ ისე გაანადგურა რომ ბირთვული იარაღი მიუწვდომელი გახდა. მეორე აგარტი კონტინენტების დრეიფის და ძლიერი წარღვნისშემდგომი ეპოქის გამყინვარების გამო, ყინულის დიდ მასებში აღმოჩნდა ჩამარხული. დღეს ამ რეგიონს ანტარქტიდაზე ეწოდება - "Queen Maud Land" არიული ბირთვული ბომბები ანტარქტიდაზე დღესაც ელის ყინულის სქელი ფენების ქვეშ, რამდენიმე  კილომეტრის სიღრმეში თავის აღმომჩენს... 

არიელები თავიანთი ბირთვული ბაზებისათვის მთაგრეხილების ყველაზე მაღალ მიუდგომელ ადგილებს არჩევდნენ. შესაბამისად კავკასიონის აგარტი მოხვდა იალბუზთან. ალტაის მთების აგარტი კლდეში გამოკვეთეს თავისი ლაბირინთული სისტემებით "თეთრი გოლიათის" ბელუხას პიკთან. ჰიმალაის აგარტი შესაბამისად ევერესტის მთის აღმოსავლეთით გამოიკვეთა კლდეში. დღეს ამ ადგილს მთელი მსოფლიო იცნობს როგორც დალაი-ლამას სასახლეს სახელით - "Patala".: ბირთვული ომის (10400b.c.) შემდეგ ათასობით წლის განმავლობაში, არიულ აგარტები მისტიკურ საბურველში გაეხვივნენ. იქ შესული მწყემსები და ცნობისმოყვარეები ხშირად იკარგებოდნენ უზარმაზარი კომპლექსების ლაბირინთულ სისტემებში, რადგან უკან გზას ვერ პოულობდნენ... უბრალო მოკვდავებისათვის ეს უცნაური ადგილები ტიბეტურ და ალტაის მხარის მითოლოგიაში აისახა, შამბალაში (სამოთხეში) და მიწისქვეშეთში მისტიკურ შესასვლელებზე არსებული ლეგენდებით ...

პუტინის ბუნკერის მდებარეობა აღნიშნულია ოვალით, სადაც მდინარე ურსული უერთდება მდინარე კატუნს.

რუსეთის სპეცსამსახურებმა ალტაის მთებში ≈10400 წელს (ჩწა) ბელუხასთან გაძარცვულ არიულ აგარტში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უმაღლესი კომფორტი შექმნა ლილიპუტინისთვის...  მას იქ ჩიტის რძეც კი არ აკლია... რა თქმა უნდა მშიშარა ლილიპიტინს, ალტაის მთებში კლდეების დიდ სიღრმეში გამოკვეთილ  არიულ აგარტში, არც NATO-ს ბირთვული ბომბების არ ეშინია... ბუნკერი ალტაიში მზად იყო ლაჩარი ვოვას და მისი ამალის მისაღებად 8 წლის წინათაც, მაგრამ პროვოკაციამ მსხვილი ომის დასაწყებად არ გაამართლა...  Боеголовка, которая сбила Boeing 777 (рейс MH17) над Донбассом в 2014 году, предназначался для самолёта Аэрофлота которая должна была пролететь над регионом Донбасса из Тел-Авива в Россию, но русский отряд ракетчиков ошибся и ошибочно выстрелил в  Boeing 777 (рейс MH17) который на радарах появился раньше самолёта Аэрофлота. Так 8 лет назад Украина спаслась от крупной войны с лилипутином который идёт сейчас... რუსეთი ჰიპერ ინფლაციის და კლეპტოკრატიული სისტემის მიერ შექმნილი მასობრივი სიღატაკით დამონებული ხალხის გაუსაძლის ყოფაში გადასვლის ზღვარზეა, რაც მასობრივ არეულობას, ანარქიას და ქაოსს გამოიწვევს.... დიახ ვოვა ვირთხასავით მშიშარაა, მაგრამ კუთხეში მომწყვდეული ვირთხა საოცრად აგრესიული და უშიშიც ხდება...  "სამოთხეში" (შამბალაში) გადამალული ლილიპუტინი ამბობს რომ იგი "სამოთხეში" იქნება და დანარჩენ მსოფლიოს კი ბირთვულ ჯოჯოხეთს მოუწყობს, თუ დიდი ძლევამოსილი რუსეთი აღარ იარსებებს... ლილიპუტინის შემდეგ რუსული სალდაფონური ნომენკლატურის გენერალიტეტი, რუსეთში კაზარმული მდგომარეობის და სამხედრო დიქტატურის გამოცხადებას აპირებს, რუსეთის დაშლის თავიდან ასაცილებლად... ლილიპუტინის გარემოცვა და მათი მრავალი კლეპტოკრატიული სისტემის ჩინოვნიკები თვლიან, რომ დემოკრატია ევრო-ამერიკული სავალიუტო სტატუსის ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობის მდიდრულად ცხოვრების მაღალ სტანდარტებს და რუსეთის დაშლის მექანიზმებს ემსახურება მხოლოდ... ისინი მხოლოდ ვალიუტად წოდებული მაკულატურის ბეჭვდით უზრუნველყოფენ გავითარებად ქვეყნებში წარმოების მკვლელ თანამედროვე სპეკულიაციური კაპიტალის ფინანსური ეპოქის კაბალურ სტანდარტებს და ავითარებენ მხოლოდ სპეკულიაციური  (ბიზნეს) კაპიტალის სისტემების მომსახურე მექანიზმებს... რუსეთს ევროპის გარეუბანში მხოლოდ "ბომჟის" დამამცირებელი როლი შესთავაზეს, რომელმაც როგორც მათმა კოლონიამ ამ "ვალიუტებად" წოდებული მაკულატურის ფერადი პაჭკების მაქსიმალურად მოსაპოვებლად, რაც შეიძლება მეტი ნავთობი, გაზი, ხე-ტყე და სხვა ბუნებრივი წიაღისეული სიმდიდრეები უნდა  მიაწოდოს მსოფლიოს...

ორ ზღვას შორის, კავკასიონის გარშემო მდინარე დონიდან არაქსამდე გადაჭიმულმა დიდმა ივერიამ, ერთი ბირთვული ომი უკვე გადაიტანა (10400b.c.). დღეს დიდი ივერიის ტერიტორიის მეათედ ნაწილზე გადარჩენილ დაჩეხილ საქართველოს, მთელს მსოფლიოსთან ერთად ახალი ბირთვული არმაგედონი ემუქრება 12422 წლის შემდეგ. ლაჩარი ვოვა - "კუთხეში მომწყვდეული განწირული ვირთხის მდგომარეობამდე მისვლამდე" - ამას ვერ გაბედავს და კიბოს მიზეზით მისი სიკვდილის ან პოლიტიკური და ფიზიკური პარალიჩის შემდეგ, საქართველოს ვოვას მიერ მოგლეჯილი ნაწილები ყველანაირ ვარიანტში დაუბრუნდება... 12 ათასწლეულის წინ ბირთვული არმაგედონის შემდეგ დიდი ივერიაც გაერთიანდა და ხატაეთის იმპერიის მიერ წართმეული ეგრისი დაიბრუნა... საქმე იმაშია თუ რა მსხვერპლის ფასად მოხდება ყოველივე ეს ჩვენს ეპოქაში...???... პოლიტიკურმა ლიბერასტმა იმპოტენტებმა, რომლებიც დღეს საქართველოს მართავენ, დაივიწყეს ძველი ივერიული სიბრძნე - "ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". ქვეყანას მულტიკულტურული ასიმილაცია და გაქრობა ემუქრება მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან. საქართველოს გამსახურდიას შემდეგ ეროვნული მთავრობა არასოდეს ჰყოლია. ერთი კლეპტოკრატიული რეჟიმი მეორემ შეცვალა. მეორე კლეპტოკრატიული რაჟიმი მესამემ. მოქალაქეებმაც, ნაცებმაც და ქოცებმაც ყველამ უმრავლესობით გამოხრა, საშვილიშვილო ვალებში ჩააგდო და გაანადგურა ქვეყანა. კლეპტოკრატიამ დაყიდა ყველაფერი... ქარხნების ტექნიკა ჯართში ჩააბარა, ხოლო ქარხნების აგურები საამშენებლო მასალებში. ივერიის გენოფონდი გასტარბაიტერებად აქციეს... ქვეყნის ძარცვა გურულმა ბებერმა მელამ დაიწყო. მან თავის გარშემო ძველი საბჭოთა და ზოგიერთი ახალგაზრდა  კლეპტოკრატიული ნომენკლატურის კორუფციონერები შემოიკრიბა... ასე დაიწყო სახელმწიფო ქონების უმოწყალო განიავება. ფულზე დაგეშილმა ხარბმა კლეპტოკრატებმა ქვეყანას ერთი გემიც კი არ დაუტოვეს საკუთრებაში... ყველა გემი ჩალის ფასად გირაოდ ჩააბარეს უცხოურ ბანკებს. ზოგი ჰესებს დაეტაკა, ზოგი ქარხნებს და სამინისტროების შენობებს...... საბჭოთა ბანკის შემნახველი სალაროები პირწმინდად გაძარცვეს და ამ გაძარცვული ფულით - "აბსოლუტ ბანკი" დაარსეს თავისთვის, რომელიც მერე სპეციალურად გააკოტრეს, ხალხის უმოწყალო ძარცვაში სახელმწიფოს კვალის დასაფარავად... კლეპტოკრატიული ნომენკლატურა კორუფციის გასავითარებლად სპეკულიაციურ (ბიზნესის) კაპიტალს ჩაეხუტა, ახალი წარმოებების შექმნა კი ფეხებზე დაიკიდა....   გალსტუკიანი ყაჩაღები და პარლამენტის ავაზაკები ერთმანეთს ეჯიბრებიან ქვეყნის ძარცვაში. 5 მილიონის და 50 მილიონის მომპარავ ძველი პარლამენტების ქურდებს ეს თანხები უკვე წვრილმანად მიაჩნიათ და თითს ახალი პარლამენტის ავაზაკებისაკენ იშვერენ, ესენი ნახეთ რეებს კადრულობენო... 400 000 ნარკომანის მქონე ქვეყანას "გაბრწყინებით" აბოლებენ, მაშინ როცა ქვეყანას ყველა მხრიდან ხრავენ... საქართველო გლობალურ კორუფციულ ჭობში ჩააგდეს, რომელშიც ჩვენ სამშობლოს განადგურება ემუქრება... სად არის გადარჩენის გზა...???... რამდენ კლეპტოკრატიულ კორუფციულ ნომენკლატურულ რეჟიმს გაუძლებს კიდევ ქვეყანა...???... 

კლეპტოკრატიული კორუფციული მმართველობა ხრწნის არა მარტო საერო არამედ სასულიერო იერარქიასაც. ისინი ვისაც გელათის სახურავის ხარისხიანად გაკეთება არ შეუძლიათ ქვეყნის "სახურავად" ვერ ივარგებენ.... სამწუხაროდ ქვეყანას სწორედ ასეთი სულგაყიდული შემკვეთ შემსრულებლები მიაქანებენ კატასტროფისაკენ... მექანიზმი კარგად არის დამუშავებული. შემკვეთ შემსრულებელი კორუფციონერი ავაზაკები ბიუჯეტის და ვალად აღებულ ფულს ყალბი დოკუმენტებით აორთქლებენ... კორუფციამ რომ ეკლესია არ გაგვინადგუროს და ეკლესიის ავტორიტეტი გაიზარდოს, ამისათვის სინოდი მხოლოდ წმინდანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.  ცნობილია რომ "კათოლიკოს-პატრიარქი ეკლესიას მართავს წმინდა სინოდთან ერთად"...  ეკლესიის დოკუმენტებში - "წმინდა სინოდი" ტყუილად კი არ წერია... ეს რეალურად წმინდანებით დაკომპლექტებულ სინოდს ნიშნავს... რუსული ეკლესიის შემოჭრამ ივერიის მიწაზე, არა მარტო წმინდა სინოდს დაუკარგა რეალური აზრი და ფუნქცია, არამედ ბევრ სხვა რამესაც. როდესაც სინოდი წმინდანებით იქნება დაკომპლექტებული დღის წესრიგში დადგება კათალიკოს პატრიარქის წმინდანის სტატუსიც. ასეთი მმართველი კოლექტივი ეკლესიის ავტორიტეტს იმდენად ასწევს, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო სექტორში კორუფცია სამარცხვინო და მკაცრად დასჯადი გახდება. "თუ ღვთის რჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართ, არამედ თვით ეშმაკებსაც იოლად დავამარცხებთ"... ივერია სწორედ მაშინ გაბრწყინდება, როდესაც რჯულის კანონების ათი მცნება ცხოვრების რეალურ კანონად იქცევა... ჩვენ ასეთი ტრაგიკულ კლეპტოკრატიულ მონათმფლობელურ საზოგადოებად არ ჩამოვყალიბდებოდით, ათიდან სამ მნიშვნელოვან ცნებას რომ მაინც ვიცავდეთ: არა კლა, არ იმრუშო, არ იქურდო... მხოლოდ ღვთის მცნებების დამცავი ქვეყანა და მისი მოქალაქეები არიან რეალურად თავისუფლები. აბსოლუტური ლიბერასტული და გენდერული თავისუფლება, ღვთის მცნებების უარყოფა, უპრეცენდენტო მასშტაბით რყვნის ერს და ქვეყანას...

მე ღრმად მწამს რომ დიდი ივერიის გენოფონდის უკანასკნელი ბასტიონი, რომელსაც დღეს საქართველო ჰქვია, აუცილებლად გახდება რეალურად თავისუფალი და მისაბაძი ქვეყანა... საშინელი კრიზისი გვაქვს... კლეპტოკრატიული სისტემის კორუფციონერი ავაზაკების მიერ გაყვლეფილ ქვეყანას უფალმა მხსნელი უნდა მოუვლინოს, თორემ გადაგვარებამდე მისული ქვეყანა აღიგვება პირისაგან მიწისა... თუ ასეთი პიროვნება მოინახა, რომელსაც ერი თავის მესაჭედ დაიგულებს და თავის ბედს ანდობს, აქედან დაიწყება სწორედ ქვეყნის აღორძინება. საერო და სასულიერო ცხოვრება უდიდესი ინერციით დაიწყებს აღმავლობას...

1. 25200 წლის ისტორიის მქონე ქვეყანის საერო და სასულიერო იერარქიული ნომენკლატურის მოწესრიგებას ფართო რეფორმების ჩატარება სჭირდება. გლობალური სპეკულიაციური კაპიტალის მიერ თავსმოხვეული კლეპტოკრატიული გარყვნილი ნომენკლატურის კორუფციის მასიური გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ივერიის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანის ეკლესიას მხოლოდ წმინდანები უნდა მართავდნენ. სამოქალაქო სექტორში კი არჩევნების გაყალბებისათვის უნდა დაწესდეს მკაცრი სასჯელი. არჩევნების ნებისმიერ ფალსიფიკატორს, ციხეში სიცოცხლის ბოლომდე სალაფავის გარდა არაფერი არ უნდა ეღირსოს... ქვეყნის მართვაში მხოლოდ ჭეშმარიტად არჩეული ღირსეული ადამიანები უნდა მოხვდნენ...

2. საქართველოში ისევე როგორც ისრაელში კაზინოს ოპერატორები მიმართული უნდა იყოს საგარეო ბაზრებზე. საქართველოს მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ კაზინოებში შესვლა, ხოლო ინტერნეტში უცხოეთის ონლაინ კაზინოებზე წვდომა. უნდა დაიბლოკოს ყველა უცხოური ონლაინ კაზინოების სერვერები. გაიხსნას ქართული ონლაინ კაზინოები, რომლებიც მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და მიმართული უნდა იყონ საგარეო ბაზრებზე.

3. ოფშორებში გადამალული ფულის მფლობელებს ჩაუტარდეთ ლექციები ჩვენი სპეკულიაციური კაპიტალის ეპოქის დამღუპველი კორუფციული გავლენის შედეგებზე. მათ რეკომენდაცია უნდა მიეცეთ ამ ფულის საწარმოო კაპიტალად გადაქცევაზე საქართველოში დასაბანდებლად. ეროვნული ხაზინიდან გატანილი ფული კონფისკაციას უნდა დემქვედებაროს. ვინც მოხვეჭილი ფულით მიმალვას შეეცდება და ანტიკორუფციული კანონის მიღების შემდეგ კორუფციას გააგრძელებს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს, კასაციის უფლება ჩამოერთვას და ციხის სალაფავის მეტი არაფელი ეღირსოს...

4. გამოიყოს უპრონცენტო კრედიტები ბანკებიდან დაცლილი სოფლების ასაღორძინებლად. სასოფლო კოპერატივების შესაქმნელად ამ შერჩეულ სოფლებში ჩასახლდეს რამდენიმე ათეული ოჯახი. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათთვის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ფერმების ორგანიზება ჯიშიანი საქონლით ფერმების დაკომპლექტება. 

5.  სპეკულიაციური კაპიტალის მავნებლური ეპოქა შექმნა უოლ-სთრითის შაიკამ. ისინი მსოფლიო ბანკის საშუალებით უოლ-სთრითის ბუნაგიდან მართვენ და ატყავებენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას. საქართველოს მევახშეების ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბანდიტიზმი უნდა აილაგმოს ბანდიტური პროცენტების მკვეთრი დაწევით...

6. ნარკობარიგებმა,  პრემიქსებმა, GMO პროდუქტებმა, პესტიციდებმა,  და სხა შხამ-ქიმიკატებმა ქვეყანა განადგურების პირას მიიყვანეს. მასიურად იბადებიან არასრულყოფილი ბავშვები გენეტიკური დარღვევებით და დაავადებებით. ეროვნულმა ხელისუფლებმა უმოკლეს ხანში უნდა შეიმუშავოს ამ მავნებლობის აღკვეთა ქვეყანაში. 


7. საქართველოს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს: "ბუნებრივი რესურსების, საბაჟო, სატრანზიტო და სხვა შემოსავლები არის ქვეყნის ყველა მოქალაქის კუთვნილება, და არა ცალკეული პირის. ამ შემოსავლების ფიქსირებული პროცენტი მთლიანად უნდა გადანაწილდეს ყველაზე დაუცველ ფენაზე: უმუშევრებზე, ომის ვეტერანებზე, ინვალიდებზე, პენსიონერებზე. მინიმალური ანაზღაურება საწყის ეტაპზე ყოველთვიურად გაიცეს 350 დოლარის ექვივალენტით ლარში." ვისაც მილიონზე მეტი აქვს შემოსავალი 40 პროცენტი გადაიხადოს ამ ხალხის ფონდში... მილიარდზე მეტ შემოსავლის შემთხვევაში 60 პროცენტი.... გარანტიას გაძლევთ, რომ თუ კაცობრიობამ ვერ დაამარცხა კლეპტო-კრატიული მონათმფლობელების ნომენკლატურების და მათი კოლოსალური ფინანსური სიხარბის პოლიტიკის გამტარებელი კოლონიალური ბანკების და მათი მიკროსაფინანსო განშტოებების საშინელი სიხარბე ის განადგურდება...

8. აიკრძალოს ყალბი მასონური ნახშირბადული მეთოდით მსოფლიოს და უძველესი ივერიული არტეფაქტების დათარიღება, რომელიც 8-10-12 ათას წელს გვპარავს ისტორიიდან და 4-5-ჯერ ამცირებს არტეფაქტის რეალურ ასაკს. მეცნიერებმა უნდა გამოიყენონ თერმოლუმინოსცენცია და თავიდან დაწერონ ისტორიის, პალეონტოლოგიის, ასტრონომიის, გეოლოგიის... წიგნები.:

ვინმეს კორუფციის საშინელი დამღუპველი შედეგების შეფასება, ჩემი ახირება რომ არ ეგონოს, ვნახოთ რას ფიქრობენ სხვები... ფინელებს არ ახასიათებთ განსაკუთრებული ლტოლვა ფუფუნებაზე. ფუფუნება ეს აღმოსავლური შუასაუკუნეების გადმონაშთია დეგენერატებისათვის. ოქროს უნიტაზების გამოყენებაც მხოლოდ დეგენერატებს ახასიათებთ... ფინელებმა იციან რომ გამდიდრება საკუთარი ხალხის ხარჯზე, საკუთარი ხალხის სიძულვილს ნიშნავს. ასე იქცევიან მხოლოდ გონება დახშული ნაძირლები... ფინელებმა იციან რომ სამშობლოს ხაზინის ძარცვა ყალბი დოკუმენტებით, ეს არის საკუთარი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წევრების სიძულვილი... ქვეყანა მომავალ თაობისთვის შენდება. მომავალი თაობის ზიზღი კი ნაძირლების მრავალ სხვადასხვა ჯგუფებს ახასიათებთ... ფინელები დარწმუნებულნი არიან რომ ქურდი მშიშარაა... ქურდი ყოველთვის გაშიფრვის და სამართლიანი ანგარიშწორების შიშის ქვეშ ცხოვრობს. ქურდი (ხაზინის, ბინის, ჯიბის...) ვერასოდეს იქნება თავისუფალი... ასეთი პარაზიტი ადამიანები ხალხის მუწუკია მხოლოდ...

სპეკულიაციური კაპიტალის დამღუპველმა ეპოქამ, ნებით თუ უნებლიეთ მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებით არიან შენიღბულნი ერის მუწუკებად და ხორცმეტებად აქცია. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას რომელსაც აქ ჩამოთვლილ საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტას არ დაისახავს მიზნად უნდა გაუუქმდეს რეგისტრაცია...

ვინც რუსული ფაშიზმის (რუსიზმის) უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს რუსეთთან "ჩახუტებაზე" ილაპარაკებს, ნამდვილი პოლიტიკური იმპოტენტი იქნება. კრეტინიზმის და პოლიტიკური გვამის სტატუსის ტოლფასი იქნება ამიერიდან ფაშისტური რუსეთის ОДКБ-ში შესაძლო გაერთიანებაზე და აქ დამატებითი რუსული სამხედრო ბაზების გახსნაზე საუბარი, საქართველოს ვითომ გაერთიანების სანაცვლოდ, რომ რუსეთმა ისევ მთლიანად გადაგვყლაპოს.... ომის დაწყებამდე კიდევ შეიძლებოდა.... Точка невозврата რუსეთმა უკვე გაიარა და მისი როგორც პოლიტიკური მოკავშირის სტატუსიც ეჭვის ქვეშ დააყენა და გაანადგურა უკრაინაში შეჭრით. შეუძლებელია და მკრეხელურიცაა 21 საუკუნის ფიურერთან საქართველოსთვის მოკვნეტილი ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბარიც კი... ჩემი თუ არ გჯერათ ცნობილ ექსპერტებს მაინც დაუჯერეთ... -"პუტინის რაიმე საბუთზე ხელმოწერა, არ ღირს იმ მელნის ფასიც კი რომელიც ამ ხელმოწერაზე დაიხარჯება".... ცოტა უნდა მოვიცადოთ სანამ ვოვას თვითონ თავისი გამწარებული გარემოცვა მოიშორებს... იქნებ გლობალურ ბირთვულ არმაგედონს გადავურჩეთ... რუსეთის იმპერია უკანასკნელ პერიოდშია.... მალე დამშეული რუსი სალდაფონები თავისით გაიქცევიან აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან...  საქართველოს წინ ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევები ელოდება, რაც აქამდე არსებულ ყველა გეოპოლიტიკურ სქემებს გადაგვაკეთებინებს თუ არმაგედონს გადავურჩით....... 


მისი უდიდებულესობა დრო რათქმაუნდა უზენაესი მსაჯულია. სიცოცხლის დამთავრების შემდეგ რომ დაგაფასებენ და შენს დაწერილს უამრავი ადამიანი ძებნას დაუწყებს, ეს იმას ნიშნავს რომ ტყუილად არ გიცხოვრია.... 9,9 ათას კაციან ჯგუფში მხოლოდ 20 კაცი რომ წაიკითხავს შენს სენსაციურ გამოკვლევას და 5 დაგილაიკებს, ეს იმას ნიშნავს რომ ერი სერიოზულადაა დაავადებული სოციალური პრობლემებით და შენთვის და ივერიიის უძველესი ისტორიისთვის არავის სცალია. სწორედ აქამდე მიიყვანა ადამიანები გლობალური კლეპტოკრატიული ("დემოკრატიული") მონათფლობელური სისტემის დანერგვამ არასავალიუტო სტატუსის მქონე ქვეყნებში... თუ ადრე ადამიანები კერპებს ეთაყვანებოდნენ ახლა ფულის კულტის ეპოქაში რათქმაუნდა ფულს ეთაყვანებიან... არც ღმერთი აინტერესებთ, არც ერი, არც ბერი....... ომი უკრაინაში სწორედ ამ გლობალურმა მთელი მსოფლიოს დამონების კლეპტოკრატიულმა პროექტმა გამოიწვია, რომელიც "სავალიუტო" სტატუსის ქვეყნებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს... სხვებს კი მეორეხარისხოვან როლს სთავაზობს. ასეთ ახირებას ვერ გაუძლო ზოგიერთმა ძალზე ამბიციურმა მმართველმა: ერაყში, ლივიაში და რუსეთში. ცხადია რომ ლილიპუტინი კადაფის და ხუსეინის ბედს გაიზიარებს..... ან მთელს მსოფლიოს საიქიოში წაიყოლიებს ბირთვული არმაგედონის მოწყობით.... ლილიპუტინთან ერთად ცალი ფეხი ჩვენც სამარეში გვაქვს..... სავალიუტო სტატუსის ქვეყნების მმართველი "დემოკრატიული" გომბეშოები, ჯერ კიდევ აზრზე არ არიან თუ რა საშინელი "დრაკონის" სულიერ რეინკარნაციართან აქვს კაცობრიობას საქმე 12 ათასწლეულის შემდეგ.... ჩემი სიტყვა ცოდნის დიდ ბაზაზეა დაფუძნებული. ლილიპუტინი ტარტარული იმპერიის ორდების მმართველის კანონიერ სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენს 12 ათასწლეულის შემდეგ....

დაკავშირებული თემები:
1.  12500 წლიანი ნაპრალი თეშთისიდან თბილისამდე...
2.  12000 წლიანი ნაპრალი დიდი ივერიიდან საქართველომდე...
3.  საით მიყავს მსოფლიო კლეპტოკრატიულ მონათმფლობელურ საზოგადოებებს...???...

P.S. არ დაგავიწყდეთ რომ რამდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ არის მეგობრებისთვის გაზიარების 5 ერთმანეთთან შეერთებული რამდენიმე მილიმეტრის გვერდის მქონე კვადრატული ღილაკი. არ დაიზაროთ გაზიარება... ეს მე კი არა სამშობლოს სჭირდება... უფლებას ვაძლევ ყველა გულშემატკივარს, ჩემგან დაუკითხავად ამ ბლოგის ნებისმიერი ინფორმაცია განათავსოს სხვა სერვერებზე და მასმედიის სხვა საშუალებებში...

 

 

Kakha Margiani

 (Kaxa Л. Маргиани)

 

  -Egyptologist and Atlantologist.

  -Founder of Cosmogeological Science.

  -First Expert in the World on Atlantis.

  -Expert of pre-dynastic cartouches.

  -Founder of New Egyptology.

2 комментария:

  1. ეგ ლილიპუტინი არ ხუმრობს... მე დარწმუნებული ვარ რომ 6 წყალქვეშა ბირთვული ბომბი - "პოსეიდონი" ამერიკის ატლანტიკის ოკიანის სანაპიროების გასწვრივ უკვე დამონტაჟებულია ატლანტიკის ოკიანის ფსკერზე.... პუტინს ახალი არაფერი მოუგონია... ეგ ძველი საბჭოთა ბირთვული პროექტი იყო - აშშ-ს წალეკვა რადიაქტიული რამოდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის ცუნამით... ლილიპუტინი 60 000-ზე მეტი ჯარისკაცის ევრო-ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიებით გაჟლეტისათვის შურისძიებას აპირებს..... სპეკულიაციური კაპიტალის უსულგულო, მთელი მსოფლიოს დოვლათის ფულის ბეჭვდით მიტაცების ხარბმა ეპოქამ, კოლოსალური კორუფციული რეჟიმები შექმნა მთელს მსოფლიოში... როგორც ჩანს მოვიდა დრო მუქთა ფულით ცხოვრების მოყვარულებმა კორუფციული პირამიდების კენწეროში რომ მოკალათდნენ, ერთმანეთში გაარკვიონ ურთიერთიბა... კავკასიის გარშემო ორ ზღვას შორის არსებულმა დიდმა ივერიამ ერთი ბირთვული ომი უკვე გადაიტანა დაახლ. 12422 წლის წინათ...
    "ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, მძინარეც ამას ვდუდუნებ", როგორც დიდი ვაჟა-ფშაველა. K.M. 7 ოქტომბერი, 2022წ.

    ОтветитьУдалить
  2. თეშთისი და ტაშტ რიცხვებში ერთი და იგივეა შვიდობითი 131 ეს რიცხვი შვიდობით ანბანში იკითხება მტა ან მთა,მაგრამ რიცხვის 131 ამოკითხვის 13 + 13
    მეცამეტე ბგერა შვიდობით ანბანში არი ბგერა ი რადგან რიცხვი 131 შედგება ორი რიცხვი ცამეტისგან 131 შეიძლება ამოვიკითხოთ ანბანში როგორ იორი, ი2.

    ტაშტ ასევე ქართული ანბანის მიხედვით ბგერების დასახელებების მიხედვით
    აშ მეგრულ ან კოლხურ ენაზე ნიშნავს აქ ტარ ტარ ან ტარტარია პლანეტა დედამიწის უძველესი დასახელება.ტ აშ ტ მნიშვნელობა ალბათ არი ტარტარია აქ.
    ტაშტ ალბათ იმიტო ეწოდა იორიის ან ივერიის დედაქალაქს მისი ლანდშაფტური მდებარეობა გავდა ტაშტს.

    ОтветитьУдалить