среда, 9 марта 2022 г.

86. გავიხსენოთ დავიწყებული ხატაეთის ივერიული იმპერია 12 ათასწლეულის შემდეგ

 

 86. გავიხსენოთ დავიწყებული ხატაეთის ივერიული იმპერია 12 ათასწლეულის შემდეგ...

ჩვენ ევერესტიდან ჩამოვვარდით და დახლეჩილ-დანაწევრებულები მივიკვლევთ გზას კავკასიურ გეოპოლიტიკურ ლაბირინთში... ჩვენ საშინელ ცოდვას ჩავდივართ მომავალი თაობების წინაშეც... ნაგავი ისტორიის წიგნებით ვანაგვიანებთ მათ გონებასაც... მე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ ყველას მაგივრად, ვინც ჩემი თანამოაზრეა... მოსახლეობის  კლეპტოკრატიულმა ძარცვამ, გლობალურმა კაბალური ვალების კორუფციულმა სქემებმა, და სხვა კლეპტოკრატიული დამონების სქემებმა, ჩვენ კავკასიურ გეოპოლიტიკურ კვანძში 400 000 ნარკომანით ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დაგვაყენა... ტოტალური უმუშევრობის და მონური კლეპტოკრატიული ხელფასების გამო, ეროვნული გენოფონდი გასტარბაიტერებად აქციეს საპარლამენტო უმრავლესობით ბიუჯეტის მძარცველმა მოქალაქეებმა და ნაც-ქოცურმა კლეპტოკრატებმა... ეს მძარცველი პარტიები ყველა ანათემას უნდა გადაეცეს, რომ ქვეყანა  განადგურებას გადაურჩეს მულტი-კულტურული ასიმილაციის გლობალური კლეპტოკრატიული პროექტით.... სპეკულიაციური კაპიტალის თანამედროვე უსულგულო ეპოქის მმართველი შაიკა, უოლ სთრითის (Wall Street) ბუნაგიდან მსოფლიო ბანკის და ევრო-ამერიკული ზონების მმართველი "დემოკრატიული" მარიონეტების მეშვეობით ოკიანის გაღმიდან მართავს გლობალურ უზნეობას და ქვეყნების ფინანსური დამონების კლეპტოკრატიულ სქემებს... ისინი ახორციელებენ მრავალ მზაკვრულ პროექტებს: ქვეყნების გენოფონდის გამოხშირვა ვირუსული, ალკოჰოლური, ნარკოტიკული და სხვა მრავალი დაავადებებით... გლობალური გენეტიკური ტერორი, სოფლის მეურნეობაში ფართოდ გავრცელებული შხამ-ქიმიკატების ხმარებით მოყვანილი უხარისხო ტოკსიკური საკვები პროდუქტებით, ფარული ბიოლოგიური (უთოფო) ომის წარმოებასაც ნიშნავს კაცობრიობის წინააღმდეგ...  მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ადრეულ ეტაპზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მორალური დაკნინება ან განადგურება, რაც  გლობალური ინტერნაციონალის მსგავს თანამედროვე პროტესტის მუხტს თრგუნავს და ანადგურებს.... შეუძლებელია უზნეობის მარადიული ტრიუმფი... გლობალური უზნეობების გაპრავების მავნებლური კლეპტოკრატიული სქემები,  მოქრთამული პოლიტიკური პარტიების, მათი ტელევიზიების და კერძო აგენტურული ქსელების დაფინანსებით, საშინელი სოდომისტური ცოდვაა... ეს თემა ამ ზნედაცემული მედროვეებისათვის არ იწერება, რადგანაც მათ სამშობლოს მომავალი არ აინტერესებთ და არაფელში ანაღვლებთ... ერის მომავალზე მზრუნველებს, მის თანამედროვე და მომავალ მცველებს კიდევ ერთ საიდულოს ავუხსნი ჩვენს ჩაფერფლილი და დავიწყებული ისტორიიდან, რომელსაც ხატაეთის ივერიული იმპერია ეწოდებოდა.

წარღვნის (10465b.c.) შემდეგ, რომელმაც მაშინდელი მსოფლიოს პოლიტიკური, ინტელექტუალური, რელიგიური და ეკონომიკური ცენტრი ატლანტიდა გაანადგურა დაიწყო ახალი ეპოქა... ევრაზიის და ჩრდილოეთ აფრიკის გეოპოლიტიკურ ზონებში წარმოიქმნა 9 არიული იმპერია, რომლებმაც სამხედრო პოლიტიკური ალიანსი შეკრეს სახელწოდებით - "ორიონი". ერთ-ერთი მათგანი იყო ხატაეთის იმპერია, რომელმაც ივერიული ფესვების მქონე კულტურები გააერთიანა... ხატაეთის იმპერიაში შედიოდა ეგრისი, რომლის ჩრდილოეთ საზღვარი იყო მდინარე ყუბანი. რუკა ადასტურებს რომ ხატაეთის იმპერიის მმართველების გეოპოლიტიკურმა ამბიციებმა დიდი ივერიისაგან ეგრისის (კოლხეთის) გამოყოფა გამოიწვია... ხატაეთის იმპერიაში შედიოდა ხალდეა, რომელიც მაშინ მთელი მესოპოტამიის შუამდინარეთის აუზს მოიცავდა და  ხმელთა შუა ზღვის აღმოსავლეთ არეალში მდებარე იუდეა (HEBRӔA).: ხალდეველების და იუდეველი ებრაელების ივერიული ფესვების შესახებ 77-ე თემაში არის ინფორმაცია... წარღვნის შემდეგ წელიწადს მოხდა  ტროას ცნობილი ომი (10464b.c.), რომელმაც აჩვენა რომ სისხლისღვრისაგან დაცული ანატოლიის ნახევარკუნძულზე არცერთი ქალაქი არ იყო.  წარღვნამდე არიელების მიერ დედამიწის ყველა კონტინენტზე დაარსებულ ქალაქებს დესტაბილიზიციისაგან, ომებისაგან და სისხლისღვრისაგან ატლანტიდის პლანეტარული იმპერიის მკაცრი კანონები  იცავდა... წარღვნამ ატლანტიდა გაანადგურა... მოიშალა უსაფრთხოების მთელი გლობალური პლანეტარული სისტემაც... ამის გამო საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად, მთელს ანატოლიის ნახევარკუნძულზე ქალაქების მმართველმა ივერიულ-არიული წარმოშობის არისტოკრატიამ დიდი ქვეყანა შექმნა, რომელსაც ეწოდა - "ხატაეთი".: ახალი ქვეყნის მმართველი ელიტა განთავსდა ქალაქ ხატუსაში რომელიც დედაქალაქად იქცა. პირველ რუკაზე დედაქალაქის სახელი ოთხ ენაზეა მითითებული... ახალი მეტროპოლიის სახელი (Chat-vs) არიული და ივერიული სიტყვების შეერთებითაა წარმოქმნილი და ხატის ძალას ნიშნავს. ძველ არიულ წიგნებში, რუკებზე და გლობუსებზე ასოების კომბინაცია - "ch" იკითხება როგორც -"ხ". შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩენილ არიულ ეპოქის გრავიურებზე, დაზიანებულ ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე, აშკარაა საზღვაო ომების კვალი. ამ კვალსაც ხატაეთის იმპერიასათან მივყავართ, რომელიც შავ ზღვაზე მთელს ვაჭრობას აკონტროლებდა... ხატაეთი რომ ივერიული იმპერია იყო ეს მის სახელშიც ნათლად ჩანს... მისი დედაქალაქი მდებარეობდა მდინარე ღალის ხეობაში. იმპერიის ყველა კუთხიდან დედაქალაქისაკენ უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა ხორბლით დატვირთული ურმები და აქლემების ქარავნები. ღალის ხეობა სავსე იყო ღალით აკრეფილი ხორბლის საწყობებით. ნათელია რომ სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მდინარეს არიულ ეპოქაში უმნიშვნელოვანესი გადასახადის სახელი - "ღალი". გალი (GALI) ლათინიზირებული სინონიმია ივერიული სიტყვის - "ღალი". ხატაეთის იმპერია დაპყრობილი ეგრისის მოქალაქეებს აქტიურად იყენებდა თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად იმპერიის მთლს არეალში. სიტყვა სამარგალო წარმოქმნილია სიტყვიდან "მარ-გალი". სიტყვა "მარ-გალი" კი თავის მხრივ დიალექტური დამახინჯებაა ხალდეური სიტყვების კომბინაციის "მარ-ღალი", რაც ღალის ამკრეფ კაცს ნიშნავს. ხალდეული - "მარ" ივერიული სუფიქსით - "ე" არიული სიტყვის - "man"-ის დამახინჯებულ დიალექტურ ვარიანტს წარმოადგენს. ეს არიული სიტყვა არიულ ენაზე ნიშნავდა სულსაც, სულების მსახურსაც (ქურუმს) და კაცსაც...
 
ქართულ-მეგრულ(მარგალურ)-ლაზურ-სვანურ-ინგლისური ლექსიკონიდან
როგორც ვხედავთ ეგრისელებმა დაახლოებით 12450 წლის წინათ კარგად შეიფერეს ხალდეველების მიერ შერქმეული სახელი...  რუკა იუდეის ივერიულ ფესვებზეც იძლევა მტკიცებულებას... წარღვნის შემდგომი პერიოდის ხშირი წვიმების გამო მდინარე იორდანე წყალუხვი იყო. ამ ცნობილი ბიბლიური მდინარის სათავეებთან მას ივერიულ-სანსკრიტული სახელი ჰქვია ერი-დან (ერი-дан). მდინარის დანარჩენ ნაწილს ეგრისული (კოლხური) სახელი ჰქვია ორონთი (ღმერთი). ძველი ეგრისული ენის მეგრულ დიალექტზე - ღორონთი.
ნიურბერგის - "მსოფლო ენების რუკაზე" - "Terra Polyglotta"-ზე   წარმოდგენილი ბირთვული ომის შემდეგ დაშლილი ხატაეთის იმპერიის ბირთვი, მხოლოდ ანატოლიის ნახევარკუნძულს მოიცავს (10350b.c.).: რუკის მიხედვით მაშინ ნახევარკუნძულზე ბირთვულ ომს გადაურჩა ორი მონათესავე კულტურა: ბერძნული და ელინურ-იონური. ამ ხალხების ივერიული ფესვები თანამედროვე ბერძნული და ქართული გრამატიკის შედარებით დასტურდება. საერთოდ ნიურბერგის "მსოფლიო ენების" რუკა არის მხოლოდ კოპიო უძველესი რუკის, რომლის ორიგინალი სპილოების ქალაქის დილეტანტი გეოგრაფების მიერ შეიქმნა ≈10350b.c.: ბირთვული ომის შემდეგ გლობალურ პლანეტარულ მეტროპოლიად ქცეულ სპილოების ქალაქის (დელი) შეთქმულების ბანდას აინტერესებდა თუ რომელი ხალხები გადაურჩა გლობალურ არმაგედონს... ანატოლიის ნახევარკუნძულზე სპილოების ქალაქის დილეტანტი კარტოგრაფის შეცდომის გამო საერთოდ არ არის მითითებული კაბადოკია, რომელიც ეგრისული კულტურის მონათესავე ქვეყანა იყო და უშუალოდ ივერიულ ცივილიზაციას ეკუთვნოდა... მისი კონტროლის უფლებისათვის, ივერიიდან ხმელთაშუა ზღვაზე უმოკლესი გასასვლელის ფლობისთვის, დიდი ივერიის მმართველები სისხლს ღვრიდნენ რომის არიულ იმპერიასთან 12500 წელზე მეტი ხნის წინ...

არიული ქალაქების აღორძინების ეპოქაში (эпоха возрождения) მთელს ევროპაში წარმოებდა ფართომასშტაბიანი გათხრები... არიული ეპოქის ქალაქების ნანგრევებში, საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად ნახულობდნენ არიული ეპოქის გრავიურებს, სურათებს, რუკებს და გლობუსებს რომლებიც საჭიროებდნენ რესტავრაციას ან კოპირებას... პირანეზი, ზუბოვი და მათი მსგავსი ადამიანები უბრალოდ ნადირობდნენ ასეთ არტეფაქტებზე. თუ რესტავრაცია შეუძლებელი იყო ისინი აკეთებდნენ კოპირებას... ხატაეთის იმპერიის რუკა ერთ-ერთ ასეთ არიული ეპოქის გადარჩენილ გლობუსზე მცირეოდენი შეცდომებით, მაგრამ თითქმის დეტალურად არის მითითებული. კასპიის და არალის ზღვების რელიეფი. სირდარიის და ამუდარიის მდინარეების ორივე ზღვის აუზთან კავშირი, მიუთითებს წარღვნის შემდგომ პერიოდის ტექტონიკურ იზოსტატიკურ ცვლილებებს. ბირთვულმა ომმა (10400b.c.) ეს ტექტონიკური იზოსტატიკური წონასწორობა კიდევ უფრო შეცვალა. ბირთვული ომის (10400b.c.) შემდეგ გლობალურმა ტექტონიკურმა და იზოსტატიკურმა ცვლილებებმა სირდარია და ამუდარია მხოლოდ არალის ზღვას დაუკავშირა...
ბირთვული ომის მერე ეგრისი ივერიას დაუბრუნდა, რასაც ადასტურებს დიდი ივერიის რუკის ორი სხვადასხვა ასლი. მარჯვენა ასლი ნიურბერგის რუკიდანაა... მარცხენა რუკაზე კი წითელი წერტილებით ბირთვული არმაგედონის დროს დიდი ივერიის განადგურებული არიული ქალაქებია მითითებული 12422 წლის წინ... დავიწყებული ხატაეთის იმპერია ოფიციალურ ყალბ ისტორიაში ცნობილია როგორც - «Империя хеттов»...???... "The Hittites were an Anatolian people who established an Empire stretching across most of Anatolia, parts of the northern Levant and Upper Mesopotamia, centred on the capital of Hattusa near modern Boğazkale, Turkey"...???... ყალბი ისტორიის შემოქმედების კაბინეტების პლანქტონების მიერ ფართოდ რეკლამირებული ინგლისური სახელიდან - "Hittites" ჩვენმა ისტორიკოსებმა შექმნეს მისი ქართული და რუსული ვარიანტები: "ხეთების იმპერია", "Империя хеттов". ზოგიერთ სლავურ წყაროში გვხვდება უფრო ზუსტი სახელიც - "Земля Хати" (ხატის მიწა). მე უბრალოდ ვალდებული ვარ ცოდნა და ინტელექტი დავუფასო ამ ზუსტი ისტორიული სახელის შემქმნელ(ებ)ს სლავურ ისტორიულ წყაროებში.  ბიზანტიის იმპერია ხატაეთის იმპერიის მიწებზე დაარსდა... ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს არა მარტო საერთო ივერიული ფესვები ქონდათ, არამედ მსგავსი მენტალიტეტიც.... ჩვენთან ბევრი ტაძარი დიდი ივერიიის ეპოქის დანგრეული ტაძრების ფუნდამენტზე არის დაშენებული.... ახლა ხატაეთის იმპერიის ეპოქის დანგრეული ტაძრების ფუნდამენტებზე ძირითადად მეჩეთებია დაშენებული.... საერთოდ რომ ვთქვათ ბიზანტიამ ივერიული ტაძრების დიზაინი ჩვენგან გადაიღო....
ხატაეთის იმპერია ძალზე აგრესიული იმპერია იყო. მან თავის განუყრელ ნაწილად აქცია კაბადოკია. დიდ ივერიას წაართვა ეგრისი და დაიპყრო მესოპოტამიის შუამდინარეთში მოთავსებული ხალდეა. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ არეალში არსებულ იუდეას სამგზის უდიდებულესი ჰერმეს II ტრისმეგისტის ეგვიპტის იმპერია თავის გავლენის სფეროდ თვლიდა. იუდეის დასაპყრობად ხატაეთს ეგვიპტესთან შეჯახებაც მოუხდა. ეს ომი რომელიც დაახლოებით 12450 წლის წინ მოხდა ოფიციალურ ყალბ ისტორიაში აღწერილია როგორც ომი რამზეს მერეს და ხეთებს შორის 3300 წლის წინ...???...:::))) "The city is best known as the location of one of the best documented battles of the ancient world, the Battle of Kadesh, staged between the superpowers of the 13th century BC: the Egyptian and Hittite Empires. An Egyptian vassal for approximately 150 years, Kadesh eventually defected to Hittite suzerainty, thereby placing the city on the contested frontier between the two rival empires"... ბრძოლა მოხდა პირველი არიული იმპერიის განადგურებულ დედაქალაქთან, რომელიც დღეს ცნობილია ბაალბეგის სახელით. კადეში დამახინჯებული დიალექტური ვარიანტია, რომელიც ბაალბეგის აბორიგენული მეტსახელი იყო. კადეში ითარგმნება როგორც - "ღმერთების ღმერთი" ან ღმართის ძალა god-vs [gadus]..: ჰერმეს II ტრისმეგისტის ეგვიპტის იმპერია ბირთვული ომის წინ შექმნილი გლობუსის რუკაზე, უკვე სამ ნაწილად არის დაყოფილი: ეგვიპტე, ნუბია, აბისსინია (ეთიოპია). ხატაეთის და ეგვიპტის იმპერიების ბაალბეკთან გამართული ეს ისტორიული ბრძოლა, ყალბი ისტორიის კაბინეტების პლანქტონებისათვის კარგადაა ცნობილი... რუკიდან ირკვევა რომ ფრანგების და გალების ასიმილირებული პორტუგალიელების წინაპრების ისტორიული სამშობლო იყო აბისსინიის რეგიონი - "Galles"(გალების ქვეყანა). სხვა არიული რუკებიდან ცნობილი ხდება რომ ივერიის ნახევარკუნძულზე (Iberian peninsula) მცხოვრები ბასკების ძირითადი წინაპრები იყვნენ ივერიულ-ეგრისული ტომები - "აბასკები", რომლებიც ეგრისის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ დიოსკურიიდან ქერჩის ყურემდე.... 
არიული ეპოქის რუკების აღდგენილი ასლებიდან 12 ათასწლეულის შემდეგ ირკვევა რომ ხატაეთის იმპერიას და დიდ ივერიას ძალზე რთული გეოპოლიტიკური მეტოქეობა ქონდათ. ფაქტიურად ხატაეთმა დიდ ივერიას შავ ზღვაზე გასასვლელი დააკარგვინა. ხატაეთს რომ ივერიის მიწები მთლიანად არ მიეერთებინა, არიული ეპოქის ივერიის მმართველი არისტოკრატია იძულებული გახდა სპარსეთის მონათესავე არიული იმპერიის მფარველობაში გადასულიყო... გეოპოლიტიკური მეტოქეობის მტკიცებულება ხატაეთსა და დიდ ივერიას შორის ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ გენიალური რუსთაველის ვეფხისტყაოსანშიც... ტარიელის წასვლა (ივერიიდან კ.მ.) ხატაეთს და დიდი ომი სწორედ იმ ჩაფერფლილი და დავიწყებული ეპოქის ამბებზეა დაფუძნებული... ნათელია რომ შუა საუკუნეების საქართველოს ოქროს ხანაში, არსებობდა ივერიის უძველესი ისტორიის საარქივო ლიტერატურა, სადაც რუსთაველი ეცნობოდა უძველეს რეალურ ისტორიულ ამბებს. სწორედ ეს ფენომენალური საარქივო მასალები დაედო საფუძვლად რუსთაველის გენიალურ პოემასაც. პოემაში იკვეთება არიული ეპოქის ინდოეთის, როგორც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლიც. უბრალოდ  ჩვენს გენიალურ პოეტს, პოემის შეკრული სიუჟეტის მისაღებად, ხატაეთის ინდოეთის მეზობლად განთავსება დასჭირდა.... ერთ თვეში მოვახერხე ასეთი სენსაციური მასალების მოძიება. ამ თემების მოძებნა ყველა კომპიუტერით შეიძლება... მთავარია ამ თემების ერთმანეთთან დაკავშირება, რაც უნიკალურ ცოდნას მოითხოვს, რომ ივერიის შთამომავლებმა მუდამ იამაყონ თავიანთი უძველესი ისტორიით და კულტურული მემკვიდრეობით...

დაკავშირებული თემები:
1.  12500 წლიანი ნაპრალი თეშთისიდან თბილისამდე...
2.  12000 წლიანი ნაპრალი დიდი ივერიიდან საქართველომდე...
3.  საით მიყავს მსოფლიო კლეპტოკრატიულ მონათმფლობელურ საზოგადოებებს...???...

P.S. არ დაგავიწყდეთ რომ რამდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ არის მეგობრებისთვის გაზიარების 5 ერთმანეთთან შეერთებული რამდენიმე მილიმეტრის გვერდის მქონე კვადრატული ღილაკი. არ დაიზაროთ გაზიარება... ეს მე კი არა სამშობლოს სჭირდება... უფლებას ვაძლევ ყველა გულშემატკივარს, ჩემგან დაუკითხავად ამ ბლოგის ნებისმიერი ინფორმაცია განათავსოს სხვა სერვერებზე და მასმედიის სხვა საშუალებებში...

 

 

Kakha Margiani

 (Kaxa Л. Маргиани)

 

  -Egyptologist and Atlantologist.

  -Founder of Cosmogeological Science.

  -First Expert in the World on Atlantis.

  -Expert of pre-dynastic cartouches.

  -Founder of New Egyptology.

Комментариев нет:

Отправить комментарий