суббота, 10 июля 2021 г.

76 კაზრეთის სათხეს ტაძარი მინიმუმ 12450 წლისაა

76 კაზრეთის სათხეს ტაძარი მინიმუმ 12450 წლისაა

სათხის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის სამხრეთით 4 კმ-ში, ტყეში. აგებულია 12450 წელზე მეტი ხნის წინ, მაგრამ  შეიძლება იყოს 500-1000 წლით უფრო მეტის...  რესტავრირებულია 1171 წელს მეფე გიორგი მესამის დროს. მისი მეფობის პერიოდი, თამართან ერთად საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად მოიხსენიება.

ჩვენს დაბნეულ მეცნიერებს შევახსენებ, რომ როდესაც ნახშირბადული მეთოდით ვათარიღებთ ანტიკური კულტურის სხვადასხვა შრეებს, ჩვენ სმიტსონის ინსტიტუტის ფალსიფიკატორების კლოუნებად გამოვდივართ. ეს ყალბი ნახშირბადული მეთოდი სწორედ იმისათვის შეიქმნა რომ 8-10-12 ათასი წელი მოიპაროს არიული ეპოქის არტეფაქტებიდან და დასვას ყალბი სამეცნიერო ეპოქისათვის მისაღები თარიღები. ჩვენ დაგვავიწყეს ჩვენი დიდი ისტორია. ჩემს კომენტარებს სხვადასხვა საიტებზე  შლიან…
ამგვარად ჩვენმა დაბნეულმა მეცნიერებმა, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ არიული ეპოქის ივერიაზე, გამოიკვლიეს სათხის ტაძრის დიდი დარბაზი ყალბი ნახშირბადული მეთოდით და დაადგინეს რომ იგი მერვე სუკუნისაა...???... კედლებში აღმოაჩინეს ადრე ქრისტიანული ხანის რამდენიმე - "ქვა-ჯვარი", რომელიც მეხუთე საუკუნით დაათარიღეს…???... ჩვენ ევერესტიდან ჩამოვარდით და ახლა დაშლილ დანაწევრებულები მივიკვლევთ გზას ისტორიის ლაბირინთებში…. 12450 წლის წინ ივერიაში, გალლიაში (საფრანგეთი), პოლონიაში (პოლონეთი+ბელორუსია+დასავლეთ უკრაინა), რუსიაში (რუსეთის ევროპული ნაწილი)... უამრავი ტაძარი იდგა, რომელთა გუმბათებზე ბრწყინავდა ოქროს ჯვრები.  ეს ტაძრები აშენებული იყო მზის ღვთაების — იეშუას სახელზე. იესო ქრისტემ მხოლოდ ესტაფეტა მიიღო ათასწლეულების შემდეგ….

ახლა მთავარი... საიდან მივედი იმ დასკვნამდე, რომ სათხის მცირე ზომის ტაძარი, არიული ეპოქის ივერიის დროინდელია და არ განეკუთვნება თანამედროვე ქრისტიანული საქართველოს ეპოქის ტაძრებს. ნახშირბადული მეთოდის საიმედოობაზე, რომლითაც ტრადიციულად ათარიღებენ არტეფაქტებს ჩვენს ყალბ სამეცნიერო ეპოქაში, დიდი კითხვები ჯერ კიდევ 20 წლის წინ გაჩნდა…???... XX საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ზოგიერთ რეგიონში აღმოაჩინეს მომატებული რადიაციული ფონი. თავიდან ეს ყველაფერი შორეული ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებას მიაწერეს. აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნებართვით, საეჭვო რადიაციის საკვლევმა პროექტმა მიიღო დაფინანსებაც. ამ პროექტში რათქმა უნდა მონაწილეობა მიიღეს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ფიზიკოსებმაც.

მოვლენაზე რომელიც დროის ძალიან მოკლე პერიოდში,  რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა, ნახშირბადულმა მეთოდმა თარიღები რამდენიმე ათას წელზე გაჭიმა...???... ზეახალი ვარსკვლავის ვერსიამ პროექტის წევრების მხარდაჭერა ვერ მიიღო. სამაგიეროდ სრულიად ნათელი გახდა დედამიწაზე მომხდარი ბირთვული კატასტროფის ამბავი, რომელიც მხოლოდ ბირთვული ომის შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს გამოკვლევა ცნობილია როგორც - "A Nuclear Catastrophe In Paleoindian Times?". 2001 წელს ნახშირბადული მეთოდით  მაქსიმალური ასაკი ბირთვული კატასტროფისათვის გამოვიდა 3800 წელი ანუ (3380±420).  მინიმალური თარიღი დაჯდა 95 წელი ანუ 160±65. გამოდის რომ ბირთვული კატასტროფა რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა დედამიწაზე, დათარიღდა 95 წლიდან 3800 წლის შუალედით. მიღებული მაქსიმალური თარიღები 4-5-ჯერ ამცირებდა ბირთვული კატასტროფის ასაკსაც... რათქმა უნდა მაღალი კვალიფიკაციის ფიზიკოსებს დიდი ეჭვები გაუჩნდათ ნახშირბადული მეთოდის საიმედოობაზე. ამიტომ გამოიყენეს თერმოლუმინოსცენციაც, რომელმაც ცენტრალურ თარიღად რეალურ თარიღთან ძალზე მიახლოებული თარიღი დადო - 10360b.c. (12360B.P.). გამოდის რომ ჩვენმა დაბნეულმა მეცნიერებმა ყალბი ნახშირბადული მეთოდის გამოყენებით, 12 ათასწლეულზე მეტი ხნის ტაძარი დაათარიღეს მერვე სუკუნით და მოგვპარეს დიდი ანტიკური ივერიის ისტორია....

არის კიდევ ერთი ინტელექტუალური გამოცანა, რომლის ზუსტი ამოხსნაც სათხის მცირე ტაძარს არიული ეპოქის ივერიას აკუთვნებს. სურათზე ჩანს გელათის ტაძრის სარკმლები. მცირე სარკმელი მარცხნივ საერთოდ არ არის ჩუქურთმით ან წრეების  და ნახევარწრეების დიზაინით გაფორმებული (დამშვენებული). გამოდის რომ მერვე საუკუნეში სათხეში მცირე სარკმლები ულამაზესი ჩუქურთმებით დაამშვენეს, ხოლო რამდენიმე საუკუნის მერე გელათში, იყალთოში, ბაგრატის ტაძარში, ალავერდში..... დააავიწყდათ ...???... განა ამ დიდი ტაძრების სარკმელებს უფრო მეტად არ დაამშვენებდა, ეს დიდებული ანტიკური ჩუქურთმები... ამ თავსატეხს მარტივი ახსნა აქვს. სათხეში, საფარაში, ზარზმაში და ა.შ. საქართველოს ოქროს ხანის ეპოქაში, რესტავრაციების დროს იყენებდნენ ამავე ტაძრების ანტიკურ გეოპოლიმერულ ჩუქურთმებს. გეოპოლიმერული ჩუქურთმები არიული ეპოქის ივერიის ტაძრებისათვის 12 ათასწლეულზე მეტი ხნის წინ მშენებლობის ჩვეულებრივი ტექნოლოგია იყო. საქართველოს ოქროს ხანის ტაძრების მშენებლობისას კი ეს ტექნოლოგია უკვე სამწუხაროდ დაკარგული იყო...

საფარას და სათხეს ისევე როგორც ანტიკური ივერიის ტაოს ტაძრებს ამშვენებს ნახევარი წრის ფორმის ჰორიზონტიდან ამომავალი ლამაზად მოჩუქურთმებული მზის იეროგლიფი. ტაოს დიდი ხუთეულის ტაძრები, საფარა, სათხე, ზარზმა და სხვა ტაძრები, რომლებიც გეოპოლიმერული ჩუქურთმებითაა შემკული არიული ეპოქის ივერიის დროინდელია, რომლებსაც საქართველოს ოქროს ხანაში რესტავრაცია გაუკეთდათ. უნიკალური ანტიკური გეოპოლიმერული ჩუქურთმები ამ ტაძრებს მინიმუმ 12450 წლით ათარიღებს, მაქსიმუმ კი 14000 წლით. ფალსიფიცირებული ისტორიისთვის განაჩენი გამოტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ჩვენი ისტორიის წიგნები ნაგავშია გადასაყრელი. ჩვენ საშინელ დანაშაულს ჩავდივართ მომავალი თაობის წინაშეც, რადგანაც ნაგავი წიგნებით ვანაგვიანებთ მათ გონებასაც.
ჩვენს განათლების სისტემას ისევე როგორც ქვეყანას მართავს ტვინგაყინული გაუნათლებელი გალსტუკიანი ბანდიტები.... მათ მხოლოდ კლეპტოკრატიული-კორუფციული სქემები აინტერესებთ თუ როგორ გადაქაჩონ ბიუჯეტის ფულები საკუთარ ანგარიშებზე....  მოქალაქეების საძირკველ ჩაყრილ ბანდიტურ კაპიტალიზმს, ნაცებმაც და ქოცებმაც კლეპტოკრატიული დეკორაციები შეუცვალეს მხოლოდ.... მოკლედ დავიღალე უკვე კედლებთან ლაპარაკით, მაგრამ ხანდახან ამ კედლებზე ისეთი საოცარი რამ შეიძლება აღმოაჩინო, რაც დიდებულ ინტელექტუალურ სიამოვნებას მოგანიჭებს... ასე იყო სვეტიცხოვლის შემთხვევაშიც... მის კედლებზე აღმოჩნდა არიული ეპოქის დიდი ივერიის არმაზის ტაძრის გეოპოლიმერული ჩუქურთმები... სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძართან შემორჩენილია არიული ეპოქის არმაზის ტაძრის საძირკველის ნაშთებიც... დასკვნა მომაკვდინებელია ჩვენი ისტორიული მეცნიერების კაბინეტების პლანქტონებისთვის.:  "თანამედროვე სვეტიცხოვლის ტაძრის კედლებში, ამავე ადგილას დანგრეული 13-14 ათასი წლის წინანდელი არმაზის ტაძრის ქვები და გეოპოლიმერული ჩუქურთმებია გამოყენებული.:"
 
P.S. არ დაგავიწყდეთ რომ რამდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ არის მეგობრებისთვის გაზიარების 5 ღილაკი. არ დაიზაროთ გაზიარება... ეს მე კი არა სამშობლოს სჭირდება... უფლებას ვაძლევ ყველა გულშემატკივარს, ჩემგან დაუკითხავად ამ ბლოგის ნებისმიერი ინფორმაცია განათავსოს სხვა სერვერებზე და მასმედიის სხვა საშუალებებში...

- დაკავშირებილი თემების ბმულები ინტერნეტში:

37. ივერიული რუნები გრაკლიანში
39. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
68. დიდი ივერიის გენოფონდის უკანასკნელი ბასტიონის გადასახედიდან…
72. ფარსმან II ქველის გაშიფრული ეპოქა 13 ათასწლეულის შემდეგ...

 

 

Kakha Margiani

 (Kaxa Л. Маргиани)

 

  -Egyptologist and Atlantologist.

  -Founder of Cosmogeological Science.

  -First Expert in the World on Atlantis.

  -Expert of pre-dynastic cartouches.

  -Founder of New Egyptology.


Комментариев нет:

Отправить комментарий