воскресенье, 18 июля 2021 г.

77. გავიხსენოთ დიდი ხალდეა 12 ათასწლეულის შემდეგ

 77. გავიხსენოთ დიდი ხალდეა 12 ათასწლეულის შემდეგ

ეძღვნება დიდი ხალდეადან ივერიაში დაბრუნებულ გენეტიკურ შტოს სვანებს, სვანეთს და მისი ბუმბერაზი მთების შვილს - ჩემს მამას…

ხალდეა მდებარეობდა მსოფლიოს ცივილიზაციის მთავარ აკვანში მესოპოტამიაში - არიული ცივილიზაციის ედემის ბაღში. მესოპოტამია რომ მსოფლიო ცივილიზაციის აკვანია, ეს გენეტიკური გამოკვლევებითაცაა დადასტურებული. კიბოს ეპოქის (34289b.c.) წარღვნის შემდეგ, მესოპოტამიის ედემის ბაღში ვითარდებოდა და მძლავრდებოდა წმინდა სისხლის არიული რასა, რომელთა ჩვეულებრივი სიმაღლე იყო 2.5-2.6m. ადამი სწორედ ამ არიული რასის პატრიარქი იყო, რომელმაც მესოპოტამიაში დააბანაკა კიბოს წარღვნას გადარჩენილი მისი ტომი. დიახ მესოპოტამიიის ედემის ბაღში გაძლიერდა და გამრავლდა არიული რასა. ეს ტიტანების რასა თითქმის მზად იყო მთელი ევრაზიის და აფრიკის კონტინენტის ბუნებრივი და მატერიალური რესურსების მესოპოტამიიდან სამართავად, მაგრამ მერწყულის ეპოქის (23214b.c) წარღვნამ შეუშალა ხელი. ატლანტიკიდან წამოსულმა მერწყულის წარღვნის უზარმაზარმა ტალღებმა მესოპოტამიაც მოაოხრა და არიული რასა მთელ მსოფლიოში გაფანტა. წარღვნიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ  (≈23000b.c) მესოპოტამიაში შემოვიდა მონადირეთა და შემგროვებელთა ივერიული ტომი, რომელმაც ადგილობრივ ბიოტაში დამკვიდრება მოახარხა. ეს იყო არიელი პატრიარქის, იაფეტის, კავკასიაში ასიმილირებული ერთ-ერთი საკმაოდ განვითარებული გენეტიკური შტო. მათ კარგად იცოდნენ მეტალის დამუშავება და მისგან იარაღის დამზადებაც. ხმლების გარდა მათ შეეძლოთ ხარისხიანი მეტალის ბუნიკიანი შუბების და ისრების დამზადებაც. არბალეტის გაჩენა მათ შეიარაღებაში მხოლოდ დროის საკითხი იყო და არიული გენებიდან მიღებულ ნიჭთან იყო დაკავშირებული. დაახლოებით 16000 წლის წინ, როცა არიელებმა ისევ დაიწყეს მესოპოტამიაში დამკვიდრება ივერიულ ტომებს მთელი მესოპოტამია დაკავებული ჰქონდათ. არიელმა კოლონიზატორებმა ხალდეაში შემოიტანეს სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი ტექნოლოგიები და ხალდეველები მასიურად დაასაქმეს ფერმებსა და პლანტაციებში. არიელებს ძალიან გაუკვირდათ აბორიგენთა დასახლებებში სპილენძის ღმერთების სიმრავლე. ამის გამო ეს ხალხი ისტორიაში შევიდა ხალდეველების სახელით. ხალდეა არიულ ენაზე (ძველ ლათინურზე) ნიშნავდა სპილენძის ღმერთების ქვეყანას. ხალდეველებს გაცილებით ძნელად მისაღები და უფრო ლამაზი მეტალი უფრო მეტად ემეტებოდათ ღმერთებისათვის...

მესოპოტამიაში არიული კულტურა შეერწყა ივერიულს. შედეგად, სამყარომ მიიღო ახალი ასიმილირებული კულტურა, რომელიც ძველ არამეულ ენაზე ლაპარაკობდა. დაახლოებით 17000 წლის წინ, ატლანტიდის კუნძულების არიულმა კოალიციამ, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გაანადგურა პირველი არიული იმპერია - ლემურია და მისი დედაქალაქი ბაალბეკი(კადიში)... იმდენი სისხლი დაიღვარა რომ ამ მიწას ეწოდა - "ნაწლავების ნიჩბები" ანუ "PALӔ-STINE". დიახ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სისხლით მორწყულ მიწაზე ნიჩბები საძებნელი გაუხდათ, რომ ომის უამრავი დაჩეხილი მსხვერპლი მიწისთვის მიებარებიათ. უნდა აღინიშნოს რომ არიელები თავიანთი დიდი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწას წმინდა მიწასაც უწოდებდნენ. ომში დამარცხებულმა გადარჩენილმა ლემურიელმა არიელებმა მოახდინეს მასიური კოლონიზაცია ატლანტიდის კუნძულების და ასევე სხვადასხვა კონტინენტების, როგორც ფერმერებმა, პლანტატორებმა, მმართველებმა, ქურუმებმა და პრიმიტიული საზოგადოებების ღმერთებმა.

17 ათასწლეულის წინ არიული რასის მიერ განადგურებულ წმინდა მიწაზე, დაიწყეს შემოსვლა მეზობელი რეგიონების მოსახლეობამ: ხალდეველებმა, ასირიელებმა, არაბებმა, ეგვიპტელმა კოპტებმა, კაბადოკიელმა და კავკასიელმა ივერიელებმა… ამ სხვადასხვა ნათესაური კულტურების ასიმილაციამ არიული რასის წმინდა მიწაზე წარმოშვა ახალი ქვეყანა, რომელსაც დაერქვა - HEBRӔA. ახალი მოსახლეობის უმრავლესობა ასირიელები და ხალდეველები იყვნენ, რომლებიც ძველ არამეულ ენაზე ლაპარაკობდნენ. ძველი არამეულის, კოპტურის, არაბულის, ივერიული ენის და ამ ენების მფლობელთა გენეტიკური კოდების ასიმილაციით, 17 ათასწლეულის წინ ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ არეალში ფაქტიურად საფუძველი ჩაეყარა HEBRӔA-ას ქვეყანას, რომელიც დღეს იუდეური კულტურის სახელითაა ცნობილი ისტორიაში. ახალი ქვეყნის შემქმნელმა სხვადასხვა მონათესავე ასიმილირებული არიული კულტურიდან მოსულმა ქურუმებმა, მოსახლეობის ყველა ფენისათვის მისაღები საერთო რელიგიური მოძღვრებაც შექმნეს, რომელიც  ჩვენს ეპოქაში იუდაიზმის სახელითაა ცნობილი. როდესაც ორიონის პიკი 42 გრადუსზე დადგა, 30 გრადუსიანი მერიდიანიდან (11290b.c.), მთელს დედამიწაზე დაიწყო არიული ეპოქის განვითარებული კულტურების ანბანების მოწესრიგების პროცესი. უძველესი არიულ-არამეულ-კოპტური რუნების საფუძველზე შექმნილი HEBRӔA-ს ქვეყნის ანბანიც მოაწესრიგეს. იუდაიზმის შემქმნელმა ქურუმებმა კარგად იცოდნენ, რომ მათი დიდი წინაპრების უმრავლესობის ხალდეურ-ასსირიული გენეტიკური შტოები ივერიიდან იღებდა სათავეს, ამიტომ ამ მოწესრიგებულ ანბანს მათ ივერიელი წინაპრების პატივსაცემად უწოდეს - ივრითი. ივერიაში ებრაელებს უძველესი დროიდან ეძახდნენ ურიებს (ურიელებს), რაც დიდი ხალდეის ქალაქ ურიდან წამოსულებს (ემიგრირებულებს) ნიშნავდა... HEBRӔA-ს ქვეყნის ხალდეური ფესვების შესახებ, არსებობს კიდევ ერთი ძლიერი მტკიცებულება, რომელიც ნიურბერგის - "ენების რუკაზე" - "Terra Polyglotta"-ზე არის წარმოდგენილი. იქ სადაც ივრითის ალფავიტია მითითებული ზევიდან ლათინურად აწერია - "Litere Hebraeorum Chaldeorum" (ანბანი ებრაელების ხალდეველების). რუკის შემქმნელმა 12 ათასწლეულზე მეტი ხნის წინ გამოგვიგზავნა მესიჯი, რომ ივრითი იყო ხალდეური წარმოშობის ებრაელთა ანბანი. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რადგანაც რუკის ავტორმა კარგად იცოდა ხალდეველების ორიგინალური ალფავიტის არსებობაც. სწორედ ამ ხალდეური ალფავიტის გამოყენებით არის შესრულებული ლოცვის ტექსტი დიდი ხალდეას რეგიონზე. საქმე ეხება უძველესი არიული ლოცვის - "მამაო ჩუენო"-ს საწყის ტექსტს, რომელიც ძველი არამეული ალფავიტის ასოებითაა დაწერილი დიდი ხალდეას რეგიონზე. დიდი ივერიის რეგიონზეც წერია, ამ უძველერი არიული ლოცვის საწყისი ტექსტი: "მამაო ჩუენო რომელი ხარ ცათა შინა წმინდა იყავნ  სახელი...". "Terra Polyglotta"-ს რუკაზე HEBRӔA-ს ქვეყანაში სეპარატიზმის კვალსაც ვპოულობთ... HEBRӔA-ს ქვეყნის სამარიის რეგიონს, სადაც სამარიტელები ცხოვრობდნენ საკუთარი ანბანი ჰქონდათ. ნიურბერგის - "ენების რუკაზე" ამ ანბანს ეწოდება -"Samaritane" (სამარიტული).

ხალდეველების სახელთანაა დაკავშირებული მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების ბაბილონის გოდოლის მშენებლობაც. უკანასკნელი დაზუსტებული მონაცემებით მისი სიმაღლე იყო 1 არიული სტადია ანუ 230m. არიული ეპოქის გრავიურაზე ჩანს აგურის გამოსაწვავი ღუმელები. 4 ღუმელში ცეცხლი ანთია. ერთი ღუმელიდან მარჯვნივ, უკვე გამომწვარი აგური გამოტანილია... არიული ეპოქის წიგნიდან გადარჩენილი გრავიურა გვიჩვენებს გოდოლის რეალურ სახეს. გრავიურის დასათვარიელებლად დააწკაპუნეთ ისრის შემდეგ არიული ეპოქის ბაბილონის გოდოლის რეალური გრავიურა - 4.35mb. ნათლად ჩანს რომ ბაბილონის გოდოლი შედგება 7 მთლიანი სართულისაგან, ხოლო მერვე ღია სართულზე მშენებლობა ჯერ კიდევ გრძელდება. მშენებლობა ფინალურ სტადიაშია, მაგრამ ცასთან ანუ ღმერთთან ახლოს უკვე ტარდება რელიგიური რიტუალები… ამას ადასტურებს პილიგრიმების დიდი ნაკადი რომელიც გოდოლის გარშემო კიბეებს მიუყვება.  სასწაულად გადარჩენილი არიული ეპოქის გრავიურა, ნათლად გვაჩვენებს, რომ რელიგიურ რიტუალებს თავად პილიგრიმები ასრულებენ. ადიან ლოცულობენ უფალს შენდობას და ცოდვების მიტევებას სთხოვენ და ჩამოდიან.... ინტერნეტში ბაბილონის გოდოლის უამრავი ყალბი ვერსიაა. ზოგი სინამდვილესთან ოდნავ მიახლოებულია, მაგრამ არიული ეპოქის სასწაულად გადარჩენილი ეს გრავიურა ყველაზე სანდოა....

არიული ეპოქის წიგნმა შემოგვინახა ანტიკური მონეტებიც, რომლებიც ძირითადად ბრუნვაში იყო პალესტინიდან სპარსეთის ყურემდე არსებულ ქვეყნებში ≈(12000-10400)b.c. მონეტებზე წარწერები გაკეთებულია ძველ არამეულ ენაზე. ოფიციალური ყალბი მეცნიერების კაბინეტების პლანქტონებს, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ძველი არამეული ენის ამ ასოებზე და საერთოდ ასეთი ალფავიტის არსებობაზეც... შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ისრის შემდეგ და დაათვარიელოთ ყველასაგან დავიწყებული ისტორიული ეპოქის მონეტები… ძველი არამეული კულტურის მონეტები იერუსალიმის ანტიკური გრავიურის გარშემო... 4mb.

ბირთვულმა ომმა დიდი დარტყმა მიაყენა დიდ ხალდეასაც (CHALDAICA)-(CH→ხ), რომლის ტერიტორიის დიდი ნაწილი საცხოვრებლად უვარგისი გახდა. გადარჩენილი ხალდეველების ძირითადი კონცენტრაცია მოხდა მესოპოტამიის ზედა ნაწილში და მიმდებარე არეალებში.  რუკა შედგენილი იყო (≈10300b.c.) სპილოების ქალაქის (დელი) მეტროპოლიისათვის, რომ ცოდნოდათ, თუ რომელი ხალხი გადაურჩა ბირთვულ კატასტროფას. დღეს ხალდეველები ძირითადად ცხოვრობენ ერაყის ჩრდილეთ ნაწილში და თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. ისინი ლაპარაკობენ თანანამედროვე - ხალდეურ-არამეულ ენაზე. ხალდეურ-არამეული ანუ იესო ნაზარეველის ენა, ძველი ივერიული ენიდან არის წარმოშობილი. ძველი ივერიული ენის სიტყვების ძირები (root word) თანამედროვე ქართულ სიტყვებშიც არის შემონახული.
 
სვანური ლექსიკონით დასტურდება რომ ხალდეური ძველი ივერიული ენის დიალექტია.

 "თოშ"-ი - ძველ ივერიულზე ნიშნავდა გაცივებულს ან გაყინულს. ეს ძველი ივერიული სიტყვა შემოგვინახა თანამედროვე ქართულმა სიტყვამ - "გა-თოშ-ილი". ცივის საპირისპირო მნიშვნელობის ერთ-ერთი ანტონიმი არის  თბილი - "თეშ"-ი. ეს სიტყვა შემოგვინახა ქალაქ თბილისის ადგილზე, არიულ ეპოქაში მდებარე დიდი ივერიიის დედაქალაქმა, რომელსაც ერქვა - "თეშთის"-ი. თავად სიტყვები ივერია (IVERIA) და იბერია არიული ენის ლათინური კალკია, რომელებიც ძველ ივერიულ ენაზე აღნიშნავადა - იების (ფხვიერ) მიწას. არიული ენის დიალექტზე სანსკრიტზე (Старославянский) სიტყვა - "ИВЕРИЯ"-დან წარმოიქმნა თანამედროვე ლათინური სახელი -  "IBERIA". მიზეზი ასო "B"-ს სხვადასხვაგვარი ჟღერადობაა ლათინური და სლავური ენების დიალექტებზე.... რეალურად ძველი ივერიული ენით, სამ ზღვას შორის მდებარე ქვეყანას ერქვა - "ი-უერ-ია". თანამედროვე ქართულით რომ ვთარგმნოთ მივიღებთ - "ის იების მიწაა".:
მამაჩემი იხსენებს როგორ გადარჩინა დაახლოებით
 20 მეტრის სიმაღლეზე, ძაფით სვანურ კოშკზე დაკიდებული მერცხალი...
 
P.S. არ დაგავიწყდეთ რომ რამდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ არის მეგობრებისთვის გაზიარების 5 ერთმანეთთან შეერთებული რამდენიმე მილიმეტრის გვერდის მქონე კვადრატული ღილაკი. 
 

 

 

Kakha Margiani

 (Kaxa Л. Маргиани)

 

  -Egyptologist and Atlantologist.

  -Founder of Cosmogeological Science.

  -First Expert in the World on Atlantis.

  -Expert of pre-dynastic cartouches.

  -Founder of New Egyptology.


2 комментария:

  1. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შეგახსენებთ, რომ ძველი პწერიოდის შემსწავლელი დარგებიდან დღეს მეტი ყურადღება ექცევა გენეტიკას, განსაკუთრებით მახლობელ აღმოსავკლეთში ჩვენი ყოფნის შესახებ წარღვასთან მიმართებით.

    ОтветитьУдалить
  2. ტიტანების ცივილიზაციის განმარტება ქართულ ენაში დიდტანა დიდტანი ანუ დიდტანიანი.

    ОтветитьУдалить